spot_img
მთავარიარჩევნებითუ ელემენტარული ჭეშმარიტებები არ გესმით, დადუმდით მაინც, რადგან...

თუ ელემენტარული ჭეშმარიტებები არ გესმით, დადუმდით მაინც, რადგან თქვენივე ტექსტები ბიძინას სასარგებლო იდიოტებად გაქცევთ – ნიკა გვარამია

ბათუმში ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას” მიერ გამართულ ხალხმრავალ აქციას ეხმიანება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, აღნიშნულს საარჩევნო კამპანიის შემადგენელ ნაწილად მოიხსენიებს და შესაბამის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ძალიან მრავალრიცხოვან და შთამბეჭდავ აქციას ბათუმში:

🛑არჩევნები არ არსებობს საარჩევნო კამპანიის გარეშე;

🛑საარჩევნო კამპანია არ არსებობს დიდი შეკრებების და მიტინგების გარეშე (განსაკუთრებით, ბოლო ფაზაში როცა შედის);

🛑არჩევნები, სადაც ამომრჩეველი ბოლოსკენ “დუხზე არ მოგყავს”, მით უფრო, როცა გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი ხარ და კოლაბორაციონისტი ხელისუფლება უნდა დაამარცხო (რომელიც ტრანსპორტით მოათრევს თავის 200 ლარად ნაყიდ ან საჯარო მოსამსახურე ამომრჩეველს), განწირულია წასაგებად;

🛑თუ სრულფასოვანი კამპანია არ უნდა ჩატარდეს (და ამომრჩეველთან გრანდიოზული შეხვედრა სრულიად აუცილებელი კომპონენტია, თუ გამარჯვება გინდა. ნუ ახლა 3%-ისთვის თუ იბრძვით და ბიძინა დარჩება თუ წავა, სულ ერთია, მაშინ ბიბლიოთეკა-ბიბლიოთეკა და სკვერ-სკვერ შეგიძიათ შემოიაროთ ქვეყანა), მაშინ არჩევნები რეალურ შედეგებს და ამომრჩევლის რეალურ განწყობებს ვერ ასახავს და უნდა გადაიდოს;

🛑ჩამოვყალიბდეთ: თუ არჩვენები უნდა ჩატარდეს (და ბიძინა დამარცხდეს), მაშინ მიტინგებიც უნდა ჩატარდეს. თუ კამპანია არ უნდა ჩატარდეს ან კოჭლი კამპანიით შემოვიფარგლოთ (ანუ ბიძინა დარჩეს), მაშინ არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს და გადაიდოს;

🛑თუ ეს ელემენტარული ჭეშმარიტებები არ გესმით, დადუმდით მაინც, რადგან თქვენივე ტექსტები ბიძინას სასარგებლო იდიოტებად გაქცევთ;

🛑თუ ქოცების მოგება გინდათ – თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.

💢💢💢
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement :

💢იმედია, არ შეწყვეტთ მსგავს აქციებს და წინასაარჩევნო პოლიტიკის და გამარჯვების მომტან მთავარ ატრიბუტზე უარს არ იტყვით;

💢იმედია, გესმით, რომ ოცნება თვითონ ვერ კრებს ხალხს და ვითომ კორონაზე დარდობს. ვინც კრებს, იმათ (ჯერჯერობით მხოლოდ თქვენ), კორონათი ამუნათებს და ამისთვის თავის ტროლებს და სასარგებლო იდიოტებს იყენებს;

💢მაგრამ კიდევ უფრო დიდი იმედია, პირბადეებს დაურიგებთ იმ ათასებს, ვინც მოდის თქვენს მხარდასაჭერად და ბიძინას გულის გასახეთქად.

‼️და მთავარი შეკითხვა:

‼️ბიძინა თუ არჩევნებს გააყალბებს (მოგების სხვა გზა არა აქვს და აუცილებლად ეცდება), დაიცა, და გარეთ არ გამოვდივართ კოვიდის შიშით, ან ველოდებით, პირბადეებს როდის დაგვირიგებენ?! ბოდიში და შიგ ხომ არა გაქვთ? ამ თქვენი ქვეშაჯვიობით ქვეყანას აბარებთ რუსეთს?!

ps გირშელი გამახსენდა, ყველისციხის მბრძანებელი, ჟამიანობისას “მთავართა სანათლიოს რწყილებს რომ გაექცა მრავალნაცადი გმირი”. იმედია, ეროვნული მასშტაბის გირშელიზაცია არ დაგვემართება და ქვეყნის ბედზე ვიფიქრებთ, რომელსაც არა კორონა, არამედ ბიძინა კლავს თვალსა და ხელს შუა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...