კვირა, ივნისი 8, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"ვრისკავთ თუ არა საზოგადოებრივ ჯანმრთლეობას და ადამიანების სიცოცხლეს...

“ვრისკავთ თუ არა საზოგადოებრივ ჯანმრთლეობას და ადამიანების სიცოცხლეს არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარების გამო?” – ნინო ლომჯარიას განმარტებები

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებლების ფონზე, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებზე თავისი პოზიციას აფიქსირებს საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:

ბოლო დღეებში ხშირად ისმის კითხვები, რამდენად უნდა ჩატარდეს არჩევნები დამძიმებული პანდემიური სიტუაციის ფონზე; ვრისკავთ თუ არა საზოგადოებრივ ჯანმრთლეობას და ადამიანების სიცოცხლეს არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარების გამო?

ამ შეკითხვებს რომ პასუხი გაეცეს, საკითხი უნდა დავსვათ შემდეგნაირად, შეიძლება თუ არა წინასაარჩევნო ღონისძიებები და კენჭისყრის დღე გახდეს ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელების საფრთხე?

თუ საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ, დემოკრატიულმა ქვეყნება არჩევნები ძირითადად მარტისა და აპრილის თვეებში გადადეს, ვინაიდან შემოღებული აკრძალვების ფონზე კამპანიის სრულფასოვნად ჩატარება შეუძლებელი იყო, ასევე, არჩევნების დღე შეიცავდა მაღალ რისკს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით (მაგ. დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, იტალია).

იქ სადაც ჩატარდა არჩევნები, შემოღებული იყო უსაფრთხოების რეგულაციები (დაახლოებით მსგავსი იმისა, რის შემოღებასაც ცესკო არჩევნების დღეს აპირებს). თუმცა, ძირითადი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყნებში შესაძლებელი იყო ხმის მიცემის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება (ონლაინ ხმის მიცემა, ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემა). ამან მნიშვნელოვნად განტვირთა არჩევნების დღეს უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა და შეამცირა ვირუსის გავრცელების რისკები. (ისრაელი, სამხრეთ კორეა, კანადა, ავსტრალია, გერმანია).

რა სიტუაცია გვაქვს ჩვენ: სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს ხმის დისტანციურად მიცემის შესაძლებლობები, ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ა. საარჩევნო უბნის შესასვლელებთან გადატვირთულობა, რაც შექმნის მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს; ბ. ამომრჩევლის პასიურობის შემთხვევაში, გამოცხადების დაბალი მაჩვენებელი.

ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის წუხილის საგანს წარმოადგენს ის, რომ მოქალაქეებმა შეიძლება უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე საკუთარი თუ ოჯახების წევრების ჯანმრთელობის გამო, რაც თავის მხრივ, საზოგადოების ცალკეული ფენების საარჩევნო უფლების შეზღუდვის და, შესაბამისად, მათი არათანაბარი მონაწილეობის საფრთხეს ქმნის.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, იმ ვითარებაში, როდესაც გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში (მაგალითად, ბათუმში) შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, მიმაჩნია, რომ, პირველი – ორგანიზატორების მხრიდან ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობის გამოვლინება და საზოგადოების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება; მეორე – საარჩევნო პერიოდში მოქმედი რეგულაციები ვერ უზრუნველყოფენ ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვას.

სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ადამიანების სიცოცხლე. ამიტომ, მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს როგორც დადგენილი რეკომენდაციების ზედმიწევნით აღსრულების უზრუნველყოფა, ასევე უსაფრთხოების ახალი წესების შემოღება.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ქვეყნებში, სადაც მკაცრი წესებიც მოქმედებს და საზოგადოებაც მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანია, სამედიცინო სექტორი მეტნაკლებად მომზადებული, ხმის მიცემის ალტერნატიული გზები გამართული, არჩევნების ჩატარება სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების გარეშე შესაძლებელია, ხოლო დაბალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სამედიცინო სექტორში არსებული რთული ვითარების, არასაკმარისი რეგულაციების და მათ აღსრულებაზე არასათანადო კონტროლის ფონზე, რაც დღეს სახეზე გვაქვს, ვფიქრობ, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევის რისკის წინაშე ვართ. ფაქტია, ამ საკითხებზე მეტი კვალიფიციური და პოლიტიკური მოტივაციებისგან დაცლილი მსჯელობაა საჭირო და შეიძლება მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც არის მისაღები,” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” – თათია აფრიამაშვილი, ლიკა ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 19...

“ძველი კადრების მოშორებით, სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით თვისობრივად არაფერი შეიცვლება ქვეყანაში” – პეტრე ცისკარიშვილი

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი "ქართული ოცნების"...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“როდესაც პარლამენტში გიბარებენ, რომ კონკრეტულ კითხვებს გასცე პასუხები და თავს არიდებ, არ მიდიხარ, რა...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსი ვალდებულია, პარლამენტში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...