შაბათი, აპრილი 20, 2024

მედიასაშუალებებით გავრცელებულმა არასწორმა მესიჯმა შეიძლება შექმნას გარკვეული პანიკის საფუძველი, როდესაც ამის რეალური საშიშროება არ არსებობს – ეკატერინე ადამია

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ ბრიფინგზე ჯანდაცვის სისტემის მზაობასთან დაკავშირებით ისაუბრა. სამინისტროს წარმომადგენელმა დეტალურად წარმოადგინა ინფორმაცია თუ რომელ რეგიონში რამდენი კლინიკა და საწოლია მობილიზებული:

აღნიშნულ ვითარებაში, ნებისმიერი არასწორი ინფორმაცია ან არასწორი მესიჯი, რომელიც ვრცელდება მედიასაშუალებებით, კიდევ უფრო ზრდის და ართულებს სიტუაციას, რამაც შეიძლება შექმნას გარკვეული პანიკის საფუძველი, როდესაც ამის რეალური საშიშროება არ არსებობს.

დღევანდელი მონაცემებით COVID-19-თან საბრძოლველად ქვეყანაში მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება, ამ დაწესებულებებში 3700 საწოლფონდია. თბილისში მობილიზებულია 18 კლინიკა, – საწოლების რაოდენობა 1987. აჭარაში არის 11 კლინიკა, – საწოლების რაოდენობა 731. იმერეთში 10 კლინიკაა, – 644 საწოლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2 კლინიკა, – 190 საწოლით, შიდა ქართლში 1 კლინიკა, – 164 საწოლით, მცხეთა-მთიანეთში 1 კლინიკა, – 111 საწოლით და გურიაში 1 კლინიკა, – 21 საწოლით.

გარდა ამისა, ქვეყანაში მობილიზებულია სასუნთქი აპარატები – სულ 2453 ცალი. კოვიდდადასტურებული პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 კოვიდსასტუმრო.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით გადამზადებულია 3900-ზე მეტი ექიმი და 2300-ზე მეტი მედდა და სანიტარი. ტრენინგი ჩაუტარდა ქვეყნის მასშტაბით 2044-ზე მეტ ჯანდაცვის დაწესებულებას.

პარალელურად შემუშავებულია დამატებითი დაწესებულებების ნუსხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩავრთოთ პროცესში. საქართველოში საწოლფონდის რაოდენობა უფრო ჭარბია ვიდრე ამის საჭიროება არსებობს“, – განაცხადა ეკატერინე ადამიამ.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული