პარასკევი, აპრილი 26, 2024

“კოკა წყალზე ტყდება – ბიძინა დღემდე პროვოკაციებით და სხვადასხვა მაქინაციებით ინარჩუნებდა ძალაუფლებას, საბოლოდ თავისივე პროვოკაციას ემსხვერპლა!” – ნიკა მელია.

ბიძინა ივანიშვილი არ მოერიდა პროფესიონალი მეცნიერების ციხეში ჩასმას, რომელთა ბრალეულობა არც ერს სჯერა და აღარც ბერს, განაცხადა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში. ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ჯგუფმა წააგო ხალხთან და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და დასრულდეს ,,ქართული ოცნების“ შეკერილი საქმეები:

,,ძალაუფლების დაკარგვის შიშითა და მისი შენარჩუნების ჟინით შეპყრობილმა ივანიშვილის ჯგუფმა წინასაარჩევნოდ ბინძური და ბოლომდე უმსგავსი კამპანია ააგორა.

არ მოერიდა არც ეროვნულ, არც რელიგიურ გრძნობებზე თამაშს, არც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვის საფრთხეს და არც ორი კეთილსინდისიერი, პატრიოტი, თავისი საქმის პროფესიონალი მეცნიერის ციხეში გამომწყვდევას და სწორედ ამ ნაბიჯით, მეცნიერთა დაჭერით – ამ გადამლაშებით ჩაუვარდათ მთელი „სპეცოპარაცია“.

ივანიშვილის ჯგუფმა წააგო ხალხთან.

მეცნიერთა ბრალეულობის აღარავის სჯერა, „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებსაც კი. მათ ბოტ-ტროლებსაც კი უჭირთ ამ ორი პატრიოტი მეცნიერის დაჭერის „გაპრავება“. მოკლედ, მათი ბრალეულობის არც ერს სჯერა და როგორც დღეს გაირკვა – აღარც ბერს.

კოკა წყალზე ტყდება – ბიძინა დღემდე პროვოკაციებით და სხვადასხვა მაქინაციებით ინარჩუნებდა ძალაუფლებას, საბოლოდ თავისივე პროვოკაციას ემსხვერპლა!

ხელებშივე აუფეთქდათ წინასაარჩევნოდ ამოქმედებული ნაღმი.

მოკლედ, ყველა ავდგეთ, მოვიდეთ არჩევნებზე და არჩევნების შემდეგ, ეს საქმე უმოკლეს დროში იქნება გამოძიებული, ამ შეკერილი საქმის გამოძიება უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს უკვე ოპოზიციაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ და დღეს მათი დირექტივებით მოქმედ „მკერავ-გამომძიებლებს“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა მელია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული