შაბათი, აპრილი 19, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიტელეკომპანია "იმედი" აბსოლუტურად უტიფრად, კანონის დარღვევით უარს აცხადებს...

ტელეკომპანია “იმედი” აბსოლუტურად უტიფრად, კანონის დარღვევით უარს აცხადებს “ევროპული საქართველოს” სატელევიზიო კლიპის ეთერში გაშვებაზე – გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს’’ ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია “იმედს’’ მწვავედ აკრიტიკებს პარტიის წინასაარჩევნო კლიპის დაბლოკვისთვის და მიაჩნია, აღნიშნული ხდება იმის გამო, რომ კლიპში სააკაშვილი და ივანიშვილი ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები:

უკვე ორი კვირაა, ტელეკომპანია “იმედი’’, რომლის პოზიცია თანხვედრაშია ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასთან, აბსოლუტურად უტიფრად, კანონის დარღვევით უარს აცხადებს “ევროპული საქართველოს’’ სატელევიზიო კლიპის ეთერში გაშვებაზე. კლიპის, რომელშიც მკაფიო გზავნილი გვაქვს, რომ ,,ქართულ ოცნებას’’ არ შევუქმნით კოალიციას არცერთ შემთხვევაში და არ დავუჭერთ მხარს სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურას, რადგანაც გვაქვს ამის არგუმენტები. ივანიშვილს უნდა დღევანდელი კატასტროფის შენარჩუნება, ხოლო სააკაშვილი იყურება უკან, 2012 წლამდე ვითარებაში, როცა ჩვენი გუნდი, ჩემი ჩათვლით, ყველა შტოს აკონტროლებდა. არცერთი არ სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ გვჭირდება წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები.

ისინი იმიზეზებენ სრულიად აბსურდულ, უტიფარ “არგუმენეტს’’, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და ამიტომ მის მიმართ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირება სატელევიზიო კლიპში არ შეიძლება. მაშინ, როდესაც ყველას გვახსოვს 2018 წლის კლიპები,  “ქართული ოცნების’’ სალომე ზურაბიშვილის კამპანიის, რომელიც გადიოდა ყველა ტელევიზიის, მათ შორის ‘’იმედის’’ ეთერში – აგრესიული, ნეგატიური კამპაანიით, სააკაშვილის ჩვენებით ყველგან. მაგრამ მაშინ ეს აწყობდათ და დღეს აღარ აწყობთ.

რატომ შეიძლება ივანიშვილის პროპაგანდასთან თანხვედრაში მყოფ ტელევიზიას არ აწყობდეს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის კლიპი, სადაც არის კრიტიკული პოზიცია დაფიქსირებული. არა მარტო ივანიშვილის და “ოცნების’’, არამედ სააკაშვილის მიმართ. პასუხი არის ძალიან მარტივი, ივანიშვილის პროპაგანდის მთავარი გზავნილია შავ-თეთრი სურათის დახატვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს ივანიშვილის ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილის გაპრემიერება და ამაში, რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ნაწილი ცვლილებას ვერ ხედავს. სწორედ ამიტომ ბლოკავენ ასე უტიფრად “ევროპული საქართველოს’’ გზავნილს. ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ამ მძიმე ჭაობიდან და წაიყვანს წინ.

ცვლილებები, გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოხდეს ყველაფერში, მათ შორის იმაში, თუ როგორ იყენებს ნებისმიერი მოქმედი მთავრობა და დღეს ივანიშვილის მთავრობა საინფორმაციო საშუალებებს, როგორ სცემს, ან არ სცემს პატივს მედია ჩვენს საზოგადოებას,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ავტორი
ანა რობაქიძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის,...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...