ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ ჩვენი ყველაზე მთავარი მტერი – სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი – მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკურმა ორგანიზაციამ “ლელო საქართველოსთვის” პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა. აღნიშნული კანდიდატურა, საზოგადოებას, ორგანიზაციის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა წარუდგინა. რის შემდეგაც საზოგადოებას უშუალოდ პარტიის თავმჯდომარემ მიმართა:

ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ ჩვენი ყველაზე მთავარი მტერი – სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი.

მნიშვნელოვანი სწორედ დღეს არა მხოლოდ მამუკა ხაზარაძის დასახელებაა, არამედ იმ გუნდის წარმოჩენა, რომელიც იქნება ბირთვი იმ სწრაფი რეფორმის გატარებისა, რომელსაც ჰქვია “ახალი მარშალის გეგმა“ – საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა.

გეგმა, რომელიც შევიმუშავეთ ერთად აქვს კონკრეტული მიზანი – ქვეყანა ძალიან სწრაფად დააყენოს ფეხზე, მოსპოს სიღარიბე, დაამარცხოს შიმშილი და გააძლიეროს ეკონომიკურად,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული