კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ქართული ოცნება" მიზანმიმართულად და ფაქტობრივად დაუფარავად იყენებს ძალადობას...

“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად და ფაქტობრივად დაუფარავად იყენებს ძალადობას წინასაარჩევნო პერიოდში – ელენე ხოშტარია

12 ოქტომბერს სასტუმრო “რუმსში” გაიმართა შეხვედრა, რომლის თემაც გახლდათ – „ქალი კანდიდატების შეხვედრა მრავალპარტიულ ფორმატში: წინასაარჩევნო პროგრამები და გარემო“. შეხვედრაზე მიწვეული იყო პარტია „ევროპული საქართველოს“ ვაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაც, რომელმაც სააგენტო „პარალელთან“ ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო გარემოზე:

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ძალიან ცდილობს არ დარჩეს შინაარსობრივი განხილვისთვის საერთოდ სივრცე და ერთადერთი რასაც აკეთებს არის ძალადობის წახალისება და რაღაც ბინძური საარჩევნო დაჭერები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამომრჩეველთან მივიტანოთ ჩვენი პრიორიტეტები, რადგან რეალურად ხალხს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მხოლოდ ივანიშვილი უნდა გავუშვათ. მათ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ რეალურად რაღაცას სთავაზობენ. მსგავსი შეხვედრები არის ყოველთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა.

ქალთა უფლებები ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება პარლამენტში და გარდა ამისა, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და თვითმმართველობის რეალური გაძლიერება, ეს გახლავთ ის პრიორიტეტული თემები, რომლებსაც გავაცნობ დღეს საზოგადოებას.

რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად და ფაქტობრივად დაუფარავად იყენებს ძალადობას წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ ვნახეთ როგორც „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირები – საკრებულოს თავმჯდომარე მარნეულში, მათი თანამშრომლები, რომლებიც არც მალავენ და პირდაპირ არიან გადასულები ძალადობაზე. ეს ერთის მხრივ მეტყველებს სასოწარკვეთაზე, რადგან შესათავაზებელი მათ ხალხისთვის არაფერი აქვთ. მათ ჰგონიათ, რომ დაშინებითა და ხელების გადაგრეხვით მიაღწევენ შედეგს, პირიქით ჩვენ საზოგადოებაში, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე ყოველთვის ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებს ხალხი.

ძალადობა ხელისუფლების მხრიდან, იქნება ეს ადამიანების უსამართლო დაკავება თუ პირდაპირ ქვების დაშენა, გახლავთ აბსოლუტურად მიუღებელი და უბრალოდ არც შეიძლება ამ ცეცხლთან თამაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშკარად იგრძნობოდა დაბნეულობა მისი მხრიდან” – კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი...

“ამ ვირიშვილებს არ უნდა მივცეთ უფლება სიმართლის გამო დაგვაბულინგონ. ყოჩაღ თეა!” – შალვა...

“Pos TV”-ის დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტა აქვეყნებს,...

“ამ რუსული სპეცოპერაციის კვალი არ უნდა გაქრეს და სამშობლოს მოღალატეები უნდა დაისაჯონ სამართლიანი სასამართლოთი”...

"ისეთი ინტენსივობის რუსული ნიაღვარი მოდის საქოცეთიდან, დარწმუნებული ვარ უკვე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...