ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბორჯომში, მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიების დროს, საქართველოში შექმნილ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის მეორე ტალღას წარმატებით გაუმკლავდეს და არჩვევნებიც მშვიდ სიტუაციაში ჩატარდეს:

მესმის და ყველას გვესმის, რომ ტურისტი დაგვაკლდა, კოვიდის გამო მთლიანად მსოფლიოში მოგზაურობა შემცირდება, მაგრამ ეს ხომ დროებითია, ყველა ხომ კარგად ხვდებით, რომ ჩვენ პირველ ტალღას გავუმკლავდით, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში?

ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში. ძირითადი მიზანი არის ის, რომ სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა და სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები.

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ეკონომიკურ და მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში გვიწევს 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება, წყნარად, მშვიდად, იმ მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისგან გვაქვს, რაც მთავარია, ღირსეულ, სამართლიან, მშვიდობიან, ყველა სახის ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა გავიმარჯვოთ”, – აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ გასული დღეღამის განმავლობაში საქართველოში 478 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულია 211 ადამიანი. დღეის მონაცემებით ქვეყანაში სულ 5641 კოვიდინფიცირებული პაციენტია დაფიქსირებული.

ავტორი
ანა მოდებაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული