კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"პანდემია გრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით" - ამირან გამყრელიძე

“პანდემია გრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით” – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტებები გააკეთა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყნის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მოხსნა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება:

გლობალური სიტუაცია კვლავ უცვლელი რჩება, პანდემია გრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით, მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ახალ შემთხვევათა რიცხვმა ზოგადად დაიკლო  მთლიანად მსოფლიოში და დღეს არის 278 ათასი.

წინა კვირაში გვქონდა გარკვეული პიკური მაჩვენებელი, 350 ათასს გასცდა შემთხვევათა რაოდენობა. 5 ქვეყანაში განსაკუთრებით მზარდია ახალ შემთხვევათა რიცხვი, – მაგალითად ინდოეთმა 7 მილიონიან ზღვარს გადააბიჯა. ასევე მნიშვნელოვნად დაძაბულია სიტუაცია ევროპის ქვეყნებში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ზრდა აღინიშნება, განსაკუთრებით ჩეხეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, ასევე არის ზრდა პატარა ევროპულ ქვეყნებში და არ არის გასაკვირი, რომ ჩვენც ზრდა გვაქვს. დღევანდელი შემთხვევათა რიცხვი დილის 9 საათისთვის არის 478, სულ 12 272 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ყველაზე ცხელ წერტილად ჯერ-ჯერობით აჭარა რჩება, სადაც 196 შემთხვევა გვაქვს, თუმცა როგორც დინამიკიდან ვხედავთ, გარკვეული სტაბილიზაცია შეინიშნება აჭარაში, პერიოდულად ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება.

შემთხვევათა გავრცელების მაჩვენებლით, 178 ინფიცირებულით, მეორე ადგილზეა თბილისი, შემდეგ იმერეთი 65, გურიაში 1 შემთხვევა გვქონდა, მცხეთ-მთიანეთში 4, სამეგრელო-ზემო სვანეთში 13, ქვემო ქართლში 15 და შიდა ქართლში 6. ჯამში სულ არის 478 ახალი შემთხვევა.

დადასტურებული პაციენტების უმრავლესობა, არის სიმპტომებიანი, რომლებმაც მიმართეს კლინიკებს ან ამბოლატორიულ დაწესებულებებს, ასეთი იყო 248.

128 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, სადაც დადასტურდა შემდგომში კოვიდ ინფექცია, სამედიცინო პერსონალი 17, თვითიზოლაციაში მყოფი 37, სხვა დანარჩენ რისკ-ჯგუფებში 41 შემთხვევა გვქონდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვია 211, ჯერ-ჯერობით ეს რაოდენობა არ ჭარბობს ინფიცირებულთა რაოდენობას.

აჭარაში, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა.

სანამ ერთი ინკუპაციური პერიოდი მაინც არ დასრულდება,შემზღუდველი ღონისძიებების  შემსუბუქება გადავადდება. პანდემია არ დასრულდება კიდევ კარგა ხანს და ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას,“ – განაცხდა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბრძოლა მიდის მთავარი ოპოზიციური პარტიის ტიტულისთვის🙈” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" საპატიო...

“შეგვიძლია, 100 მილიონსაც ავცდეთ წლიურ ჭრილში ეკონომიის თვალსაზრისით” – ირაკლი კობახიძე შტატების ოპტიმიზაციაზე

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი...

“ბავშვები შიმშილობენ და ეს ჰყვება, სად რა გაასესხა და შეშინებულმა როგორ გადაიტანა ფული სადღაც”...

ჟურნალისტი ვახო სანაია თბილისის მერის კახა კალაძის მიერ მოყოლილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...