spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ გპირდებით, რომ გლეხის შრომა დაფასდება და 31...

“ჩვენ გპირდებით, რომ გლეხის შრომა დაფასდება და 31 ოქტომბერს მათი ხმა გაიმარჯვებს” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საშინელი შიმშილი და სიღარიბეა სოფლებში და გლეხის შრომა არ ფასდება. მისივე თქმით, ზუსტად ასეთი ადამიანების დასახმარებლად გამოყო მილიარდები პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და გლეხამდე ერთი თეთრიც არ მისულა. “სტრატეგია აღმაშენებლის” პრემიერობის კანდიდატი აქცენტს კახელი გლეხების ძირითად შემოსავალზეც აკეთებს და ყურძნის დაბალ ფასზე მიანიშნებს, რის გამოც გლეხი უბრალოდ აღარ იღებს მოსალავს, რადგან  მათთვის აზრი აღარ აქვს. ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია რომ ეს უმოქმედობა და სიღარიბე უნდა დასრულდეს და 31 ოქტომბერს ხალხის ხმამ უნდა გაიმარჯვოს:

საშინელი შიმშილი და სიღარიბეა ქვეყანაში, განსაკუთრებით სოფლად. სიღარიბე იგრძნობა ხალხში, გლეხის შრომა არ ფასდება. მილიარდები გამოიყო პარტნიორი ორგანიზაციებიდან მათ დასახმარებლად და გლეხამდე თეთრიც არ მისულა. ყურძნის ფასი 80 თეთრია და გლეხები უბრალოდ აღარ კრეფენ მოსალავს, რადგან  აზრი აღარ აქვს. 80 თეთრად ოჯახში რაღაცა ხომ უნდა მიიტანოს.

ჩვენი პირობაა, რომ გლეხის შრომა დაფასდება, აი ეს უნდა გავაკეთოთ. დღე და ღამე მუშაობენ, საკუთარი ხელებით შრომობენ, დიდი სურვილი აქვთ მოსავალი მიიღონ და ოჯახი ამით არჩინონ, რათა შიმშილის პრობლემა არ ჰქონდეს ზამთარში, მაგრამ უმოქმედოდ არიან… ზამთარი როგორ უნდა გადაიტანონ ამ ხალხმა?! დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს ხალხის ხმა გაიმარჯვებს და ეს სიღარიბე დასრულდება!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...