სამშაბათი, აპრილი 16, 2024

რატომ ვერ ჩამოფრინდა ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში?

გავრცელებული ინფორმაციით აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 9 ოქტომბერს 6 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო თბილისში, სადაც მისი ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი დახვდებოდა. მუხთარლი გეგმავდა მისულიყო პროკურატურაში და მისი გაუჩინარების საქმეზე ჩვენება მიეცა.

გუშინვე, ჟურნალისტმა სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ამცნო იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიიდან ვერ გამოფრინდა. ის პოსტში წერს, რომ პრობლემა აეროპორტში „ჯორჯიან ეარვეისმა“ და საქართველოს საკონსულომ შექმნა და ასევე აღნიშნავს, რომ მისი საბუთები წესრიგში იყო და პრობლემა არ უნდა შექმნოდა.

სოციალური ქსელის მეშვეობით აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „ქართული ოცნების“ მთავრობის მისამართითაც აფიქსირებს თავის პოზიციას და აღნიშნავს, რომ “ივანაშვილის მთავრობა არის მშიშარა. მათ ეშინიათ ჩემი ვიზიტის, რადგან ამას მათი დანაშაულება მოჰყვება. ვერ დამალავენ რაც ჩაიდინეს და პასუხს აგებენ ყველა იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინეს“.

მუხთარლის პოზიციასტან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“, სადაც განმარტავს თუ რატომ თქვა უარი აფგან მუხთარლის მომსახურებაზე.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ათწლეულებია ოპერირებს ქართულ ავიაბაზარზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ ეკონომიკაში. პანდემიის პირობებში კი, ჩვენი კომპანიის როლი პრაქტიკულად შეუცვლელი აღმოჩნდა. გლობალური კრიზისის პირობებში, ერთგულად, ხარისხიანად და ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, ნებისმიერი და მათ შორის ჩვენი ავიაკომპანია ოპერირებს სპეციალური რეგულაციებით, რომელიც დადგენილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სახელმწიფოების მიერ.საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო, თუ რატომ ეთქვა უარი აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ტრანსპორტირებაზე, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში. აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. “მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მომსახურებოდა მას“. – წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ აფგან მუხთარლისთვის გერმანიიდან თბილისში გამგზავრებაზე უარის თქმის საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართეს:

უფლებები საქართველომ” დღეს აფგან მუხთარლისთვის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრებაზე ქართული მხარის უარის მიზეზის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

“უფლებები საქართველო” ეჭვქვეშ აყენებს აფგან მუხთარლისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მართლზომიერებას და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გადაწყვეტილების განმარტებას მოითხოვს.

“უფლებები საქართველომ” დღესვე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსაც და, მისი მანდატის ფარგლებში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის შექმნილ დაბრკოლებებზე რეაგირება ითხოვა“. – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული