spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარ ვაპირებ ამ ბინძური ბრალდებით ვიარო, მე ამისთანა...

არ ვაპირებ ამ ბინძური ბრალდებით ვიარო, მე ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია – ივერი მელაშვილი

საქართველოს პროკურატურის მიერ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი ემოციურ განცხადებას აკეთებს სასამართლო სხდომაზე და თავის უდანაშაულობაზე საუბრობს:

მთელი ცხოვრება საქართველოს ინტერესით მიცხოვრია და საქმე მიკეთებია…

რისი წაკითხვაც მოვასწარი, ეს არის პირის დაკავების შესახებ განჩინება და დადგენილება ბრალის შესახებ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ორივე დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები ერთია, მაგრამ მაგრამ მთელი ეს დოკუმენტები შედგენილია და აწყობილია აბსოლიტურად დილეტანტურ მიდგომაზე. თურმე საქართველომ რაღაც ტერიტორია დაკარგა… მინდა ყველამ კარგად წარმოიდგინოს, რომ ეს ფაქტი საერთოდ არ მომხდარა!

რაც შეეხება ბერ კირიონს, ჰგონია რომ რაღაც იცის.. სინამდვილე ის არის, რომ ბერ კირიონის ბრალდებასთან ერთად საქართველოს საქმეს აფუჭებთ, ხალხნო!

მეორე ქვეყანას აძლევთ იმის საშუალებას, რომ დაგადანაშაულონ მიწის მითვისებაში…

ეს არის სიბინძურე, რაც ხდება, უბინძურესი ბრალდებაა. ეს შეიძლება, პროკურორისთვის არაფერი იყოს, გაისროლა ბრალდება და მოარტყა.

შეეშვით ხალხნო, არა ხართ თქვენ ის უწყება, რომელის პოლიტიკაში უნდა ერეოდეს.

 ჩატარდება ეს არჩევნები, შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლება, შეიძლება არა, შეიძლება ათასი რამ ვიმსჯელოთ, მაგრამ ხვალ და ზეგ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში.

ციხე მე ვერ გამტეხს, მაგრამ ამ ბრალდებას ვერ შევეგუები, ჩემს უკან ოჯახია, წინაპრები და ის, რომ ქართველი ვარ.

ეს არის სიბინძურემდე მისული რაღაც. თემა სენსიტიურია, ბევრ დაფიქრებას მოითხოვს და თითოეული გაუაზრებელი განცხადება – ამ პროცესს ვნებს

არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც სადმე მყოფი მე ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მჯერა საქართველოს მომავლის და მისი ახალგაზრდობის კეთილი, დიდი, ლამაზი შარავანდედით შემოსილი წარმატებული სამშობლოს განთიადის”...

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...