სამშაბათი, აპრილი 23, 2024

ჩვენი მოთხოვნაა ბანკის ვალების გადავადება და საზღვრების გახსნა – სოფო იჩქიტიძე

ტურისტული სექტორის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, გაიმართა საპროტესტო აქცია მოთხოვნით „აღდგეს საჰაერო მიმოსვლა“. ამ თემაზე საინფორმაციო სააგენტო „პარალელთან“ კომენტარი გააკეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ტურისტულმა გიდმა სოფო იჩქიტიძემ

ძირითადი ჩვენი მოთხოვნები გახლავთ, ბანკის ვალების გადავადება და საზღვრების გახსნა, რომელიც გულისხმობს მყარი გარანტიებით და დაზუსტებული თარიღებით, როდის, რომელ ქვეყნებთან გავხსნით საზღვრებს, ვინაიდან ვაწარმოოთ მოლაპარაკებები იმ პარტნიორ ქვეყნებთან, ვისთანაც უკვე გვქონდა მოლაპარაკებები და დასრულებულიც იყო მომდევნო სეზონისთვის. ხალხი შემოსავლის გარეშე ვართ დარჩენილი, უალტერნატივოდ, ეს ერთჯერადი 300 ლარი რომელიც უმეტესობას არც აუღია, არ არის შეღავათი ჩვენთვის, უმუშევარი ადამიანებისთვის. ვითხოვთ მუშაობის უფლებას, არ გვეხმარებიან სათანადოდ  და არც გვეუბნებიან, როდის შევძლებთ მუშაობის განახლებას აქტიურად.

ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, შედეგი არ ჩანს და ყოველდღიურად მეტი და მეტი რაოდენობაა ინფიცირების. სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, 1 ივლისს გახსნილიყო საჰაერო მიმოსვლა, როგორც დაანონსდა,  კონკრეტული ქვეყნების მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მზაობა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ საზღვრების გახსნა არ დაიწყო, გადაერთვნენ სხვა ქვეყნებზე, რაც მათთვის იყო დიდი შეღავათი, ხოლო ჩვენმა ქვეყანამ ეს შესაძლებლობა დაკარგა.

საზღვრების გახსნა, ძალიან კომპლექსური თემაა და ერთი დიდი ჯაჭვია, ტურიზმის სფეროსთან.

ჩვენ საზღვრების გახსნას ვითხოვთ იმიტომ, რომ უამრავი ადამიანია შემოსავლის გარეშე დარჩენილი, ვერ მოვახერხებთ კერძო სექტორში შესვლას, მაგალითად თუნდაც რაიმეს შესაძენად, რის გამოც სექტორი, რომელშიც დაახლოებით 500 ათასი ადამიანი იყო ჩართლი, მოგებას ვერ ნახულობს და ზარალდება.

საჯარო სექტორში, ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს, თუ კიდევ უფრო მეტად შეუმცირდათ შემოსავალი, საბოლოოდ ვერ შეიტანენ ბიუჯეტში თანხებს და შესაბამისად, ვერც სახელმწიფო ვერ გაწვდება თავისი თანამშრომლის დასაქმებას და მათი ხელფასებით უზრუნველყოფას.

როდესაც იყო მოლაპარაკებები, ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებთან დაიდო გაიდლაინები, პროტოკოლის სახით, რის მიხედვითაც უნდა დაცულიყო უსაფრთხოების ყველანაირი ზომა, ფორმები, რასაც ვაპირებდით.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ისევ ისე არ აღგებოდა როგორც უწინ იყო, დღესდღეობით აღარაფერია ისე როგორც ადრე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ადაპტირება არსებულ გარემოსთან, თუ კიდევ რაიმე შეიცვლება ფეხს ავუწყობთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ,” – აცხადებს სოფო იჩქიტიძე.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული