კვირა, ივლისი 13, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე: საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზე დავით გარეჯის საკითხზე...

არჩილ თალაკვაძე: საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზე დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიება გავლენას ვერ მოახდენს

აზერბაიჯანი იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი, ვერც დაწყებული გამოძიება და ვერც ამ გამოძიების ფარგლებში დადგენილი ახალი გარემოებები, რომლითაც ჩვენ ვეცდებით, განვაგრძოთ  მოლაპარაკებები და მივაღწიოთ იმ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც მოლაპარაკებების წინა ეტაპზე კომისიებს შორის იყო მიღწეული, ვერ მოახდენს გავლენას ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარისა და წევრის დაკავებას გამოეხმაურა:

ეს დაწყებული გამოძიება, ბრალდება და სავარაუდო დანაშაული, რომელიც პროკურატურამ ბრიფინგით გვაცნობა, რასაკვირველია, არის ჩვენი შიდასახელმწიფობრივი, საშინაო საქმე და აქ არ შეიძლება და ვერც გვექნება ვერანაირი პრეტენზია აზერბაიჯანულ მხარესთან, ვინაიდან ჯერ უნდა გაირკვეს, თუ რა მოხდა ჩვენი კომისიის ფარგლებში, პასუხი უნდა გაეცეს ძალიან მძიმე შეკითხვას, თუ რატომ მოხდა 1945 წელს და შემდგომ წლებში გამოცემული რუკების გამოყენება დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მაშინ, როდესაც ოფიციალურად შეთანხმებული 1938 წლის რუკა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის უფრო სამართლიან პირობებს ადგენდა – ამას უნდა გაეცეს პასუხი, სანამ ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს დავით გარეჯთან და ჩვენი საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ეს არ ეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი. ახლადაღმოჩენილი გარემოებებით და იმ ფაქტებით, რაც დადგინდება გამოძიების ფარგლებში, ჩვენ უკვე ვეცდებით, განვაგრძოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ პირველადი შეთანხმებების გადახედვას, რომელიც, როგორც ირკვევა, სავარაუდოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო შეთანხმებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...