spot_img
მთავარიარჩევნებიმიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას თვითიზოლაციაში მყოფი პირები?

მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას თვითიზოლაციაში მყოფი პირები?

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, განიხილავდნენ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ჩართულობის საკითხს არჩევნებში, სხდომა რამდენიმე საათის წინ დასრულდა.

განხილვის მთავარი საკითხი იყო ის, რომ ეპიდემიის პირობებშიც მოხერხდეს ამომრჩეველთა ხმების მიღება და ასახვა, ისე რომ არც უსაფრთხოების ნორმები დაირღვეს და არც საარჩევნო უფლებები. განხილვის თემა გახლავთ, არა მარტო ის ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად შეძლებენ საარჩევნო უბანზე მისვლას არამედ, იმ მოქალაქეებისაც, რომლებიც თვითიზოლაციაში ან საკარანტინე სივრცეებში იმყოფებიან. სწორედ მათ ჩართულობის ფორმებზე იმსჯელეს დღეს არასამთავრობოებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკოში, თუმცა საკითხზე ჯერ კიდევ ვერ შეჯერდნენ:

მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონებში მყოფი და კოვიდინფიცირებული პირების კონსტიტუციური უფლების განხორციელების მაქსიმალური ხელშეწყობა“, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციამ:

საკარანტინო ზონებში მყოფი და კოვიდინფიცირებული პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე უახლოეს დღეებში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც მხარეები შესაბამისი დადგენილების პროექტს დეტალურად განიხილავენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

თავიანთი აზრი დააფიქსირეს, აგრეთვე, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციების, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც.

“ბევრი გამოწვევაა, დაწყებული უსაფრთხოებით, დასრულებული კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა, რომ ასეთ უბნებზე ერთი დღით ადრე ჩატარდეს კენჭისყრა, როგორ მოხდება ხმების დათვლა. რეალურად, ბევრი საკითხია, რომელიც ღიაა ამ ეტაპისთვის და ეს არ არის მხოლოდ კომისი წევრებთან დაკავშირებული საკითხი, ეს უკავშირდება დამკვირვებლებს, პარტიების წარმომადგენლებს, ყველა იმ პირს, ვისაც კანონიერი უფლება აქვს, იყოს უბანზე წარმოდგენილი”, – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

“ვიმსჯელეთ სხვადასხვა შესაძლებლობაზე, როგორც კარანტინში მყოფი პირებისთვის, ასევე ინფიცირებული ადამიანებისთვის. იქაც ბევრნაირი დიფერენცირება შეიძლება იყოს – ზოგი სტაციონარში მკურნალობს, ზოგიც სასტუმროში, გაბნეულები არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათთვის ოდნავ განსხვავებული რეგულაციები შეიძლება იყოს. ზოგიერთისთვის, ალბათ, გაიხსნება სპეცუბანი, ზოგიერთ შემთხვევაში, გადასატანი ყუთის მეშვეობით მოხდება ხმის მიცემა, – განმარტავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.

“არ არის მარტივი საკითხი, თუმცა, ყველა მიმართულებით შესაძლებელია შეიქმნას ისეთი რეგულაციები, რომელიც, ერთის მხრივ, მოახდენს საკონსტიტუციო უფლების გამოყენების უზრუნველყოფას მაქსიმალურად, როგორც კი ეს შესაძლებელია და მეორეს მხრივ, იქნება უსაფრთხოების ზომები დაცული. ამ მხრივ კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრეთ, ჩვენ კიდევ შევხვდებით ამ საკითხების განსახილველად”, – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...