ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობაში პოპულარიზაცია გავუწიოთ სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალობებს – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით გამართული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დარგით მომავალი თაობის დაინტერესებას. გამარჯვებულებს პლანშეტები, მაღაზიის „ბიბლუსი“ ვაუჩერები, სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ:

,,ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობაში პოპულარიზაცია გავუწიოთ სოფლის მეურნეობის მიმართულების სპეციალობებს. განსაკუთრებით, სკოლის ასაკის ახალგაზრდებში. იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მომავალი თაობა, რომელმაც უნდა აირჩიოს კონკრეტული პროფესია.

საქართველოში, აგრარულ სფეროს აკლია პროფესიონალები. თანამედროვე ცოდნა აუცილებელია სოფლის მეურნეობის სწორად განვითარებისთვის. ამიტომ, აუცილებელია ისეთი პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებში გაუწევს პოპულარიზაციას  სოფლის მეურნეობის მიმართულებებს. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობა, რომლის დახმარებით არაერთი პროექტი იყო წარმატებით განხორციელებული. მათ შორის, ეს ინიციატივაც, რომელიც ზუსტად ახალგაზრდებში კონკურსის ჩატარებას გულისხმობდა და აგრომიმართულებების განვითარებას’’, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ავტორი
ალა ავეტისოვა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული