ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

თბილისში “ოქროს ბირჟა” ორი კვირით დაიკეტა

დღეიდან თბილისი ცენტრალში განთავსებული ე.წ. „ოქროს ბირჟა“ 2 კვირით აჩერებს მუშაობას, ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირებაა. დაწესებულებაში 5 ადამიანს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.

დაინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მედიკოსები ინფიცირების ყველა კონტაქტის დადგენაზე მუშაობენ, სადეზინფექციო სამუშაოები მთელ ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა, რის შემდეგაც დაწესებულების დირექციამ ობიექტის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. „ოქროს ბირჟის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა.

სააგენტო „პარალელის“ ინფორმაციით, რომელიც ობიექტის თანამშრომლისგან მივიღეთ,  პირველი ინფიცირებული თანამშრომლის ინფექციის წყარო ოჯახი იყო.

ავტორი
ნუცა ჯოხაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული