პარასკევი, აპრილი 26, 2024

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს კოვიდ 19 დაუდასტურდა, რის გამოც საბინაო სამსახურის თანამშრომლები იზოლაციაში იმყოფებიან. საბინაო სამსახურის უფროსის, ჯონი არაბიძის, ინფორმაციით, დასაქმებული ოჯახის წევრებისგან დაავადდა. მისივე თქმით, თანამშრომელი სამსახურში ბოლო ერთი კვირის მანძილზე არ გამოცხადებულა.

,,მთხოვა ცოტა ხნით გამეთავისუფლებინა და გავათავისუფლე. თანამშრომლებს მასთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონიათ. მიუხედავად ამისა, მუშაობის დინსტანციურ რეჟიმზე გადასვლა მაინც მოგვიწია. ონლაინ რეჟიმში რის გაკეთებაც შეიძლება, ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენი თანამშრომელი, სავარაუდოდ, სიდედრისგან ან სიმამრისგან დაავადდა. არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა, ამის გამო საავადმყოფოშიც არ გადაუყვანიათ, სახლში არის იზოლაციაში,” – ამბობს ჯონი არაბიძე.

დღეს იმერეთში ვირუსის 44 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

ავტორი
ლილე ბერაძე
სააგენტო “პარალელის”
იმერეთის რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული