კვირა, ივნისი 8, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19გურამ დოჩანაშვილს და COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლ 9 მედიკოსს...

გურამ დოჩანაშვილს და COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლ 9 მედიკოსს 2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

„თბილისობა 2020“-ის საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა. ღონისძიება მთლიანად კომპოზიტორ გია ყანჩელს ეძღვნებოდა. თბილისის მერიამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, „თბილისობის“ ყველა ღონისძიება გაუუქმა, გარდა საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიისა.

2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება 9 მედიკოსს და ქართველ კლასიკოს მწერალს, გურამ დოჩანაშვილს მიენიჭა.

მედიკოსებს შორის არიან: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი – ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე – პაატა იმნაძე, ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი – თენგიზ ცერცვაძე, ამავე ცენტრის სამედიცინო დირექტორი – მარინა ეზუგბაია და ამავე ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი – მარინა ენდელაძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი – ლევან გოფოძე, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი – ლევან რატიანი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი – ელზა ვაშაკიძე, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი – დავით გადელია.

საზეიმო საღამოზე, რომელიც გია ყანჩელს მიეძღვნა, მისი უკვდავი მელოდიები შესრულდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და Georgian Six.

ავტორი
საბა გოგებაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...