ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა4 ოქტომბრიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება

4 ოქტომბრიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებით რეგულარული ფრენები აღდგება

სააგენტო “პარალელის” ინფორმაციით, რიგის მიმართულებით ფრენა, დღეს 4 ოქტომბერს შესრულდება. მომხმარებელს ამ რეისით სარგებლობა კვირაში ერთხელ შეეძლება. ქუთაისის აეროპორტის, პრესსამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, რიგის მიმართულებით რეგულარული ფრენები ავიაკომპანია Wizzair-ის მიერ განხორციელდება. სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენას Ryanair-იც  გეგმავს, თუმცა ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, საქართველოსა და მსოფლიოში.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ავიამიმოსვლა კორონავირუსის გავრცელების შემდგომ შეწყდა. ფრენები ჯერ კიდევ მაისში უნდა აღდგენილიყო, თუმცა მას შემდეგ ეს თარიღი ბევრჯერ შეიცვალა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეისების შესრულების დაწყების თარიღად 1 ოქტომბერი დაასახელა, თუმცა ფრენების აკრძალვა 1 ნოემბრამდე გახანგრძლივდა, ამის შესახებ შესაბამისი ნოტამი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 31 სექტემბერს გამოსცა.

„საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);

პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA), – წერია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...