პარასკევი, აპრილი 19, 2024

ქართული მხარე ადასტურებს თავის მზაობას, დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენლებს უმასპინძლოს თბილისში – ვახტანგ გომელაური

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა გამოთქვამს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მონაწილე მხარეებს თბილისში უმასპინძლოს:

მოვუწოდებთ ეუთოს, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მიიღონ ყველა ზომა საომარი შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. ქართული მხარე, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი სიტუაციის განმუხტვას. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენლებს უმასპინძლოს თბილისში.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, საკუთარ ტერიტორიაზე დროებით შეაჩერა ორივე ქვეყნისთვის ნებართვების გაცემა, სახმელეთო და საჰაერო მარშუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულები იყვნენ.

ჩვენი საერთო ინტერესია, სწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“, –  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული