spot_img
მთავარისხვადასხვა"ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე გრძელდება!" - გარემოს დაცვისა...

“ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე გრძელდება!” – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკრიზისული პროგრამა, „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ გრძელდება:

 „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე გრძელდება!

 ანტიკრიზისული პროგრამის ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე ფარგლებში, სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 32 122 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 3 599 982 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს საქართველოს მელიორაციის მიმართ არსებული დავალიანება“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში  რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის, „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში შემუშავებული პროგრამები, შესაძლებელია ნახოთ სოფლის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rda.gov.ge

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...