spot_img
მთავარიარჩევნები"ყველასი იმედგაცრუებაც და გაბრაზებაც მესმის და არც მე...

“ყველასი იმედგაცრუებაც და გაბრაზებაც მესმის და არც მე მომწონს პრაქტიკულად არცერთი პარტიის სია” – ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო სიების დაკომპლექტებას და აღნიშნა, რომ საარჩევნო სიების შედგენაზე და მერე მათ განხილვაზე ტოქსიკური პროცესი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში:

მეგობრებო, ყველასი იმედგაცრუებაც და გაბრაზებაც მესმის და არც მე მომწონს პრაქტიკულად არცერთი პარტიის სია. მაგრამ, ენდეთ ჩემს 17-წლიან გამოცდილებას პოლიტიკაში ყოფნის/დაკვირვების/ანალიზის: არასდროს საპარლამენტო სია არჩევნებს არ იგებს. მეტიც, არათუ გადამწყვეტ, პრაქტიკულად მეტნაკლებად მნიშნელოვან როლსაც არ თამაშობს. არც სიების შედგენაზე და მერე მათ განხილვაზე ტოქსიკური პროცესი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ლიდერებზე და პერსონებზე ორეიენტირებულად რჩება დღემდე და დარჩება კიდევ დიდ ხანს (ათწლეულები მინიმუმ), როგორც დაბალი პარტიული კულტურის, სამხრეთულ პოსტსაბჭოთა ქვეყანას “შეშვენის”.

ასე რომ, დაიკიდეთ და ნუ აცდებით მთავარ მიზანს – ბიძინაა დასამარცხებელი (და არა მისი სია) და ქვეყანააა გასათავისუფლებელი.

ps ერთადერთხელ ვიყავი პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან და მეასე ნომრით შევედი პარლამენტში. მეგობრები ხუმრობით (ზოგი დაცინვით) “სოტოვის” მეძახდნენ 😁“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

როგორც ცნობილია 1 ოქტომბრის 18:00 საათი ცესკოსთვის პარტიათა საარჩევნო სიების გადაცემის ბოლო ვადა იყო, ხოლო ცალკეული პარტიების საარჩევნო სიები საზოგადოების განხილვის თემად იქცა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა” –...

მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...