spot_img
მთავარისაგანგებო სიტუაციახელვაჩაურის რაიონში მეწყერი ჩამოწვა, არიან გარდაცვლილები

ხელვაჩაურის რაიონში მეწყერი ჩამოწვა, არიან გარდაცვლილები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ქვედა ჯოჭოში, მეწყერმა საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა  წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები.

აჭარაში მოსული უხვი ნალექის  გამო „112“- ში შევიდა 440-მდე შეტყობინება. თვითმხილველები იუწყებოდნენ, რომ მეწყერმა წაიღო საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დატბორილია ქუჩები, საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, ეზოები და სარდაფები.

ინტენსიური წვიმის გამო გართულდა სამძებრო სამუშაოები და საგანგებო  სიტუაციების სამაშველო გუნდს დაემატა რამდენიმე ათეული მაშველი. ისინი მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას. 2 ოქტომბერს, დილით, 50-კაციანი ჯგუფი შესაბამისი აღჭურვილობით დაიძრა თბილისიდან,“ – წერია უწყების განცხადებაში.

მაშველების მიერ ნაპოვნია მეწყერის მიერ ჩატანილი ავტომანქანა 2 გარდაცვლილით და საცხოვრებელი სახლი ცოლ-ქმრის ცხედრებით, აღსანიშნავია, რომ მათ კვალს ცხრამეტი საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ამ დრომდე ეძებენ მეწყერში მოყოლილ თედორაძეების ოჯახის წევრ, სკოლის მოსწავლე 16 წლის ბიჭს.

საძიებო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს მდინარე სატეხიაში, სადაც გადავარდნილი ავტომობილი უკვე ამოღებულია, თუმცა მძღოლი დაკარგულია.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კოტე ანანიაშვილის ბოლო განცხადებით, ამინდის გაუარესების მიუხედავად, უწყვეტად გრძელდება აქტიური სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თედორაძეების ოჯახი მეწყერ-საშიშ ზონაში ცხოვრობდა და წლების განმავლობაში ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეს ინფორმაცია არ გამორიცხა და განაცხადა, რომ ამ თემაზე შიდა მოკვლევა უკვე დაწყებულია და იმ შემთხვევაში თუ ეს ფაქტი დადასტურდა მას შესაბამისი მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...