spot_img
მთავარიეს საინტერესოაქართული ლარი 25 წლისაა

ქართული ლარი 25 წლისაა

ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეული ლარი დღეს, 2 ოქტომბერს 25 წლის გახდა.

1995 წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ლარი გახდა.

1995 წლიდან მიმოქცევაში შევიდა 1,2,5,20,50 და 100 ლარის საბანკო ღირებულების საბანკო ბილეთები.

1995 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ემისიით გამოუშვა 500 ლარიანი კუპიურის უკიდურესად შეზღუდული რაოდენობა საკოლექციო მიზნით, რომელიც მიმოქცევაში არ ჩაეშვა. ანალოგიური მიზნით ადგილი ჰქონდა მეორე ემისიას 2011 წელს, ასევე უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით, რომელიც ანალოგიურად არ ჩაეშვა მიმოქცევაში.

2007 წლის აპრილში მიმოქცევაში შემოვიდა ახალი 200 ლარიანი კუპიურა.

1 ლარიანზე — ნიკო ფიროსმანი — 2006 წლიდან ბანკნოტი ჩაანაცვლა მონეტამ.

2 ლარიანზე — ზაქარია ფალიაშვილი — 2006 წლიდან ბანკნოტი ჩაანაცვლა მონეტამ.

5 ლარიანზე — ივანე ჯავახიშვილი

10 ლარიანზე — აკაკი წერეთელი

20 ლარიანზე — ილია ჭავჭავაძე

50 ლარიანზე — თამარ მეფე

100 ლარიანზე — შოთა რუსთაველი

200 ლარიანზე — ქაქუცა ჩოლოყაშვილი

500 ლარიანზე — დავით აღმაშენებელი — არასდროს ჩაშვებულა ოფიციალურ სავაჭრო მიმოქცევაში.

 

2016 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის -ლარის განახლებული ბანკნოტები გამოუშვა. განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვიდა და მიმოქცევაშია წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. ეს ცვლილება 20-წლიანი ისტორიის მანძილზე, ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლებაა.

1995 წელს მიმოქცევაში გაშვებული იქნა 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ღირებულების მონეტები. „თეთრი“, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და 20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლის ფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების მონეტა – ოქროსფერი. ყველა ნომინალის მონეტის რევერსზე გამოსახულია ბორჯღალი, მითითებულია თარიღი და ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველოს რესპუბლიკა“.

2006 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 და 2 ლარის ნომინალის და მოდიფიცირებული 50 თეთრის ღირებულების მონეტები გამოუშვა.

ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. კომისიამ გამარჯვებული სიმბოლოს გამოვლენისას პრიორიტეტი ქართული მხედრული დამწერლობიდან ერთ თაღიანი „ლასი-სთვის“ ორი ვერტიკალური ხაზის არასრულად ჩამოსმის კონცეფციით წარმოდგენილ ნიმუშებს მიანიჭა. გამარჯვებული სიმბოლოს ავტორი პროფესიით მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძეა.

2014 წლის 18 ივლისს, ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა Unicode Consortium-ს გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა, ლარის სიმბოლოს Unicode Standard-ის ვალუტების ბლოკში დასარეგისტრირებლად. ქართული ლარის სიმბოლოს მახასიათებელია U+20BE GEORGIAN LARI SIGN.

2015 წლის 17 ივნისს, Unicode Consortium-მა გამოუშვა Unicode V8.0 განახლება, რომელიც ლარის სიმბოლოს – „₾“-ს შეიცავს. სიმბოლოს ბეჭდვის დროს გამოძახება შესაძლებელია ორი ღილაკის შეთავსებით Shift + ლ.

ავტორი
საბა გოგებაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

ჭანარი (Luciobarbus capito) 🐟 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი თევზი ჭანარია?

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...