ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნები"ბუბა კიკაბიძე არის ჩვენი სიის პირველი ნომერი, უშიშარობის,...

“ბუბა კიკაბიძე არის ჩვენი სიის პირველი ნომერი, უშიშარობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდველობის სიმბოლო” – თინათინ ბოკუჩავა

პარლამენტის ფრაქცია ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ მდივანმა თინათინ ბოკუჩავამ საზოგადოებას პარტიის პირველი ათეულის ჩამონათვალი წარუდგინა, რომლის სათავეშიც მომღერალი ბუბა კიკაბიძე იქნება:

‘’დღეს დავარეგისტრირეთ სია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გაერთიანებული ოპოზიციის ‘’ძალა ერთობაშია-ს’’ სახელით. ეს არის გამარჯვების სია იმიტომ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებში იბრძოლებს, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის.

მე მინდა გაგაცნოთ სიის პირველი ათეული:

  • ბუბა კიკაბიძე
  • გრიგოლ ვაშაძე
  • ნიკა მელია
  • ხატია დეკანოიძე
  • კობა ნაყოფია
  • დევი ჭანკოტაძე
  • ლევან ვარშალომიძე
  • სალომე სამადაშვილი
  • ზაალ უდუმაშვილი
  • ხათუნა სამნიძე

ბუბა კიკაბიძე არის უშიშარობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდველობის სიმბოლო. ამიტომ, ბუბა კიკაბიძე არის ჩვენი სიის პირველი ნომერი. “ქართული ოცნების” დამარცხება ამ არჩევნებში არის გარდაუვალი, ბიძინა ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის და აგონიაში მყოფი წაგების წინ ფართხალებს ძალადობრივი ფაქტებით, შანტაჟით, მუქარით, მაგრამ ქართველი ამომრჩეველი არ შეუშინდება.

სწორედ იმას ასხივებს ჩვენი სია, განსაკუთრებით პირველი ნომერი, რაც ჩემი აზრით არის უმთავრესი, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის უშიშარობა და ეს არის მოუსყიდველობა. მილიარდელები ვერ იგებენ არჩევნებს, მილარდები არის უსუსური ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ,’’ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...