ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიდაზარალებულმა ჟურნალისტმა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ გამოძიებას ჩვენება მისცა

დაზარალებულმა ჟურნალისტმა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ გამოძიებას ჩვენება მისცა

29 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი თავდასხმის დროს დაზარალებული, „მთავარი არხის“ ჟურნალისტ, ჯეიჰუნ მუჰამედალის დაკითხვა დასრულდა. კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა, როგორც დაზარალებულმა, ასევე, მისმა ადვოკატმა.
დაზარალებული აცხადებს, რომ ძირითადად დაკითხვა მიმდინარეობდა ეთერში გასული კადრების მიხედვით, ჯერჯერობით, უცნობია ვინ არიან თავდამსხმელები და რამდენი ადამიანი იღებდა მონაწილეობას კონფლიქტში.

გუშინ მომხდარ ამბებთან დაკავშირებით ჰქონდათ ძირითადად, ჩვეულებრივი სტანდარტული კითხვები: იცნობდით თუ არა მათ, ვინც თავს დაგესხათ? რამდენი პირი იყო? სად მოხდა? როგორ მოხდა? – რა თქმა უნდა, შესაბამის კითხვებს, შესაბამისი პასუხები გავეცი.

გამოძიებამ მხოლოდ ის კადრები გვაჩვენა, რაც ეთერში გავიდა. კადრებში ჩანს პირი, რომელიც ამ ინციდენტის მთავარი მაპროვოცირებელია, ის გვაყენებს შეურაცხყოფას და ხელით ეხება კამერას, ამას მოყვება ის ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა.

გამოძიებას გადავეცი ჩემი ტანსაცმელი, ვაჩვენე პერანგი, რომელიც გახეული იყო, ექსპერტიზა ხვალ იქნება.

ამ თემასთან დაკავშირებით, მე და ჩემი ოპერატორი, ასევე სხვა იქ მყოფი ჟურნალისტები არიან დაკითხული“, – აღნიშნა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ.

ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს დაზარალებულის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი. მისი აზრით, სამართალდამცავებს დამნაშავეების იდენტიფიცირება არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა, არ აქვს იმედი, რომ გამოძიებას ეფექტური შედეგები მოყვება და დამნაშავეები დაისჯებიან:

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია გამოძიებას არ ჰყავს იდენტიფიცირებული ის პირები, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჯეიჰუნს. ასევე ჩვენთვის უცნობია, თუ რა ქრონოლოგიით და როდის ჩაატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, ვის დაკითხავენ, ან საერთოდ, რა შინაარსის საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებენ.

ვინაიდან თავდასხმა მოხდა ხალხმრავალ ადგილას, სადაც იმყოფებოდა უამრავი ადამიანი და არც თუ ისე შორს იმყოფებოდნენ პოლიციელები, ცხადია რომ ჩვენი შეფასებით ძალიან მარტივია იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯეიჰუნს და, შესაბამისად, ეს საქმე არ არის რთულად გამოსაძიებელი, ვნახოთ, რა საგამოძიებო მოქმედებებს განახორციელებენ. სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ გამოძიებას ეფექტური შედეგი მოყვება.

ჩვენ როგორც გვითხრეს, იმ ადგილზე არ არის დამონტაჟებული გარე-სამეთვალყურეო კამერებიი და ამიტომ ჩანაწერები მათ მოპოვებული არ აქვთ. ასე გვითხრეს ყოველ შემთხვევაში, მეტი ჩვენთვის ცნობილი არაფერი არ არის. მე პირადად არ ვყოფილვარ შემთხვევის ადგილზე და ვერ გეტყვით რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია“, – საკითხზე ვრცელ კომენტარს აკეთებს ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქვეყნის ჭაობიდან ამომყვანის გათავისუფლების მოთხოვნას პუნქტების ჩამოთვლა არ სჭირდება” – კობა ხაბაზი მიხეილ სააკაშვილზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან...

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...