spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიქვა, ნამგალი და ურო - ეს არის "ნაციონალური...

ქვა, ნამგალი და ურო – ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” სამარკო ნიშნები, ასე რომ ქვები მოიკითხონ მათკენ – ანრი ოხანაშვილი

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს „ქართულ ოცნებას“ როგორ გაუსწორდნენ ქვებით 2012 წელს, ქვა, ნამგალი და ურო  – ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნები, ასე რომ ქვები მოიკითხონ მათკენ. მათთან არის ასოცირებული და დაკავშირებული და კონკრეტული ფაქტი მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. ანრი ოხანაშვილის თქმით, თუ ვინმეს სურს ქვეყანაში მშვიდობიანად, სტაბილურად, დემოკრატიულად წარიმართოს პროცესები, ეს უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ გუნდია:

ოპოზიციის სურვილი და ეს უკვე რეალურ, კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული ძალადობრივი ქმედებები ჩვენთვის არახალია და შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური მთელი რიგი კრიმინალური ჯგუფები შეეცდებიან სიტუაციის დაძაბვას, ესკალაციას და მიმართავენ ძალადობრივ მეთოდებს. კონკრეტულად რა მოხდა, ეს უნდა გამოიკვლიოს და გაარკვიოს შესაბამისმა უწყებებმა, თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს „ქართულ ოცნებას“ როგორ გაუსწორდნენ ქვებით 2012 წელს, ქვა, ნამგალი და ურო  – ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნები, ასე რომ ქვები მოიკითხონ მათკენ. მათთან არის ასოცირებული და დაკავშირებული და კონკრეტული ფაქტი მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის, გახსოვთ, კარალეთში რა იკადრეს და გააკეთეს, როდესაც კახა კალაძეს და იქ მყოფ მაშინ პარტიის წევრებს და ყველა შეკრებილ ადამიანს ქვებით როგორ გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ამიტომ, ეს ხელწერა მათი ხელწერაა.

თუკი ვინმეს სურს ქვეყანაში მშვიდობიანად, სტაბილურად, დემოკრატიულად წარიმართოს ეს პროცესები, არის, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ გუნდი. ჩვენ ვმართეთ ძალიან კრიზისული სიტუაცია ჩვენი საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, ეს აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში.

სწორედ „ქართული ოცნების“ არანაირ ინტერესში არ და ვერ შევა რაიმე ფორმით დაძაბულობის შექმნა. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო ამ ცვლილებების განხორციელება, უზრუნველყო საარჩევნო კოდექსში ცვლილების განხორციელება და სწორედ ჩვენ უზრუნველვყავით, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა გავამკაცრეთ. ამიტომ, წარმოუდგენელია, რომ „ქართულ ოცნებას“ დააბრალო ის, რასაც შენ აკეთებ, თუმცა, ეს მათი ხელწერა ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, რაც მთავარია, ჩვენ არ მივცემთ არცერთ ძალას, კრიმინალურ დაჯგუფებებს განსაკუთრებით, იმის უფლებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა, არჩევნების დემოკრატიული ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ამისთვის ხდება მობილიზება და ყველანაირად ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში და შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე, ძალიან მაღალი დემოკრატიის სტანდარტით არჩევნების ჩატარებას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ამ ადამიანის ასეთი გამეტება რა მდაბალი ქცევაა” – ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ემოციური...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...