ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
16.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირებაერთადერთი, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" და იმ ცნობილ კლასტერს...

ერთადერთი, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” და იმ ცნობილ კლასტერს აქვს დარჩენილი, არის პროვოკაციების და ტელევიზიების საშუალებით სიკვდილის პროპაგანდის, სიცრუისა და ძალადობის გზა – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ. მისი აზრით, მომხდარი ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციის შედეგია:

მსურს გამოვეხმაუროთ ბოლნისში მომხდარ ინციდენტს, სადაც ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციული ქმედებებისა და ძალადობის შედეგად კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. რეალურად, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, როგორც კონფლიქტის, ისე წინა დღეების განმავლობაში, მუდმივად ცდილობდნენ პროვოკაციების მოწყობას. რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ქმედებებში“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მომხდარ ფაქტზე საუბრისას აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან დაზარალებულები და რამდენიმე მათგანი იმყოფება საავადმყოფოში. მდინარაძე, ინციდენტში, ოპოზიციას ადანაშაულებს:

“ფაქტია, “ნაციონალურ მოძრაობაში” კარგად იციან, რომ არჩევნებში დამარცხებისთვის არიან განწირულები და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის მათი უცვლელი მეთოდები, – სიცრუისა და ძალადობის გამოყენება, რათა პროვოკაციების და ვითარების ესკალაციის ფონზე მიიღონ რაიმე სარგებელი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე, მათ აქტივისტებს, რიგით ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ არ აყვნენ პროვოკაციას და წინაასარჩევნო კამპანია წარიმართოს მშვიდობიან გარემოში, რათა არჩევნები ჩატარდეს მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით:

არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს. ერთადერთი, რაც “ნაციონალურ მოძრაობას” და იმ ცნობილ კლასტერს აქვს დარჩენილი, არის პროვოკაციების და ტელევიზიების საშუალებით სიკვდილის პროპაგანდის, სიცრუისა და ძალადობის გზა, სადაც პროვოკაცია არის მათთვის ერთადერთი გამოსავალი“, – კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...