პარასკევი, აპრილი 19, 2024

იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა და მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ოფიციალურ გვერდზე გააკეთა განცხადება მეზობელი ქვეყნების, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან კონფლიქტის გამწვავებასა და სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველოს საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ მხარეებს შორის მოხერხდება მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლა და მიიღწევა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ:

შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების თავიდან აცილება, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისათვის.

ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას,“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში (1918-20 წლებში) საკმაოდ მძაფრად მიმდინარეობდა, შემდეგ 80-იანი წლების ბოლოს განახლდა. ამას მოჰყვა მთიან ყარაბაღში დაძაბულობა და შეიარაღებული დაპირისპირება, ორ ქვეყანას შორის, ფართომასშტიან ომში გადაიზარდა. შეტაკებები პერიოდულად გრძელდება და აღსანიშნავია, 2016 წელს მომხდარი შეტაკება, რომელიც „აპრილის ომის„ სახელით არის ცნობილი და 2020 წლის 12 ივლისის დაპირისპირება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული