spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ჩვენ ვითხოვთ ამნისტიას" - ალექსანდრე კობაიძე, "შემახე ამნისტია"-ს...

“ჩვენ ვითხოვთ ამნისტიას” – ალექსანდრე კობაიძე, “შემახე ამნისტია”-ს ერთ-ერთი ორგანიზატორი

მოძრაობა „შემახე ამნისტია“ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე წარდგა მოთხოვნით, რომ პარლამენტმა გამოსცეს ამნისტია. ამასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო “პარალელთან” კომენტარი გააკეთა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ:

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პარლამენტმა გამოსცეს ჰუმანური აქტი, რომელსაც ჰქვია ამნისტია. 1 სექტემბერს ჩვენ შევიტანეთ ამნისტიის კანონპროექტი და ვითხოვთ, რომ ეს კანონპროექტი დამტკიცდეს.

სხვადასხვა ქვეყნებმა კორონა ვირუსის გამო დაამტკიცეს ეს ჰუმანური აქტი და ჩვენც ვერთიანდებით ამ იდეის გარშემო. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მოთხოვნებს არ მოჰყვა რეაგირება, ვაპირებთ, რომ განვაგრძოთ ისევ და ისევ, ამგვარი რეჟიმისა და ფორმატის აქციები.

ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი და იმედი მაქვს, რომ ამ სამართლიან მოთხოვნას შედეგიც ექნება.

არ შეიძლება, რომ დღეს ციხე იყოს ასე ჩაკეტილი და პატიმრებს, მათ ოჯახის წევრებთან არანაირი წვდომა არ ჰქონდეთ. სამწუხაროდ, ციხე ჩაკეტილია რამდენიმე თვეა და კორონავირუსის გამო, მათ საერთოდ არ აქვთ გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. შესაბამისად, როგორც ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა მიიღეს ჰუმანური აქტი, ასევე, ვითხოვთ, რომ საქართველოშიც ამნისტია გამოსცენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე 15 დღეა დედები შიმშლობენ  და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება კონკრეტული მოთხოვნები“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“ივანიშვილს უკიდურესად ეშინია თქვენი” – მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: "მინდა ვუთხრა ჩემს...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...