ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში წინა...

მიხეილ სააკაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში წინა ხელისუფლების მიმართ რევანშის კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები

„ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

სააკაშვილი მიმართვაში საუბრობს ქვეყნის განვითარების მომავალ გეგმებზე და აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის წინა ხელისუფლების მიმართ რევანშის  კატეგორიული წინააღმდეგი იქნება, რადგან ქვეყანამ ერთი და იგივე წრეზე არ იაროს:

ქართველმა ხალხმა იცის რომნაციონალური მოძრაობისდა ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, საქართველოში დაიწყება ისევ სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე დიდი სასჯელი და არა რაღაც სისხლის სამართლებრივი დევნა/რევანში, რის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ პირადად მე და ეს არ განხორციელდება, რადგან არ შეიძლება ქვეყანამ ერთი და იგივე წრეზე იაროს, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“  პრემიერობის კანდიდატი, ვიდეო მიმართვაში, აჭარის რეგიონში COVID-19-ის სწრაფი გავრცელების მიზეზებზეც საუბრობს. მისი თქმით აჭარაში ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელება „ნაცნობ-მეგობრობით“ რუსეთიდან ტურისტების შემოყვანამ გამოიწვია.

„ეს ტემპები, რომელიც გამოიწვია ნაცნობ-მეგობრობით ჩაწყობით, ძირითადად რუსეთიდან, ტურისტების შემოყვანამ აჭარაში და შემდეგ ეს გავრცელდა დანარჩენ საქართველოზე, როგორმე სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ამის განეიტრალება, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ხალხის ჯანმრთელობაზე და უამრავ ადამიანს მოუსწრაფავს სიცოცხლეს, შეიძლება ამას აქვს პოტენციაც, ბოლომდე გაანადგუროს ისედაც მომსპარი ეკონომიკა“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
საბა გოგებაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“სხვისი შვილების უსამართლო პატიმრობით, განაჩენი საკუთარი შვილებისთვის გამოაქვს…” – გია ხუხაშვილი

საპროტესტო აქციებზე დაკავებული ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანას ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

5 ცნობილი ქართველი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ნობელის პრემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც...