spot_img
მთავარისხვადასხვაჩაფლავებული ოცნებების ხელისუფლებამ მცირე და საშუალო ბიზნესი მიატოვა და მათ გადასარჩენად გამოყოფილი ფული...

ჩაფლავებული ოცნებების ხელისუფლებამ მცირე და საშუალო ბიზნესი მიატოვა და მათ გადასარჩენად გამოყოფილი ფული თავად მოიხმარეს – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებით ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ და “დამსხვრეული ოცნებების” მთავრობის უმოქმედობამ ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი დააზარალა. ამასთან, მიაჩნია, რომ 5 მილიარდი ლარიდან, რომელიც საქართველომ მიიღო, 500  მილიონი სწორედ აღნიშნული სფეროს გადარჩენას უნდა მოხმარდეს და მოქმედ მთავრობას მიმართავს – დაუყოვნებლივ შეაჩეროს მიკროსაფინანსო სტრუქტურებსა და საბანკო სისტემას მიერ, ისედაც გაჭირვებული ხალხის, ქონების გადაფორმება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ეს ფული ყველამ უნდა მიიღოს და ჩაფლავებულმა გახარიამ შეწყვიტოს კორუფციულ ხვრელებში გაღატაკებული ადამიანების ფულის გადინება:

ჩვენ შევხდით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. ქვეყანაში შექმნილმა კატასტროფული მდგომარეობამ ეს სფერო საკმაოდ დააზარალა. ფაქტობრივად ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსია, რის გამოც ლარის კურსი სწრაფად ეცემა, ადამიანებმა არ იციან როგორ დაფარონ სესხები, როგორ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომლებიც ბანკებთან, კერძო მევალეებთან და მიკროსაფინანსოებთან აქვთ. ეს ხალხი მიატოვა ხელისუფლებამ და მათ გადასარჩენად გამოყოფილ ფულს, თავად ხელისუფლება მოიხმარს.

„სტრატეგიული აღმაშენებლის“ გეგმით 5 მლრდ-დან, რომელიც გამოყოფილია საქართველოსთვის, 500 მლნ მცირე და საშალო ბიზნესს უნდა მოხმარდეს, მათთზე უნდა გადანაწილდეს, რომლებმაც სამუშაო ადგილები დაკარგეს. ამასთან ყველას სესხის პროცენტის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში განხორციელდეს. დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქონების გადაფორმებები მიკროსაფინანსოებისა და ბანკების მიერ. ეს არის ფორსმაჟორი და არ შეიძლება, ამ პროცეში, იჩაგრებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესი, მასში დასაქმებული ადამიანები, ხოლო ბანკი მათ ქონებას იფორმებდეს. სამწუხაროა, რომ მათ 220 მლნ-ის ქონება უკვე გადაიფორმეს. და რაც უმთავრესია, პენსიონერებს უნდა ჩამოეწეროს სესხის პროცენტი. ეს ფული ჩვენ მოგვცა ამერიკამ და ევროპამ იმისთვის, რომ ვართ მათი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი, ამ ფულს კი ჩაფლავებული ოცნებების პარტია მხოლოდ საკუთარი მეგობრებისთვის და საკუთარი ბიზნებესითვის იყენებს. ეს ფული ყველამ უნდა მიიღოს და არა ისევ კორუფციულ ხვრელებში გაუშვას ჩაფლავებულმა გახარიამ. დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს აღსრულების საკითხები და ქონების გადაფორმებებზე ექვსთვიანი მონატორიუმი გამოცხადდეს, სხვა გამოსავალი არ არის,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...