ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების...

ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების დაკანონებას, ჩვენ დავეხმარებით დაკანონებაში – კახა კალაძე

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, განცხადება გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმ ოჯახებზე, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები არ გააჩნიათ. ასევე ისაუბრა იმ ოჯახებზე, რომლებმაც უკვე მიიღეს საცხოვრებელი ფართები:

2017 წელს, როდესაც მე და ჩემი გუნდი მოვედით მერიაში პირობა დავდეთ, რომ ის ოჯახები, რომლებიც 10, 12, 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ბინებში და ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების დაკანონებას, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, სხვადასხვა ხარვეზის გამო, ჩვენ მათ დავპირდით, რომ ყველა ოჯახს დავეხმარებოდით და ხელს შევუწყობდით ამ ფართების დაკანონებაში.

87 ოჯახს გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ფართები, აქედან 83 გახლავთ გუდამაყრის ქუჩაზე, ნაძალადევის რაიონში, 1 ოჯახი ქიზიყის ქუჩა, 3 ოქროყანა, მთაწმინდის რაიონი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო იმ ოჯახებს, ვისაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ იმ რაიონის გამგეობას, სადაც უშუალოდ თქვენ ცხოვრობთ და გამგეობაში ზედმიწევნით აგიხსნიან ყველაფერს, თუ რა დოკუმენტები არის საჭირო იმისთვის, რომ პროცესი გაგრძელდეს და მოხდეს ბინების დაკანონება.

ამ პროექტის ფარგლებში, 900-მდე ოჯახს უკვე დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას ვაგრძელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
ანა ბოგვერაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...