ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატების ვინაობა ცნობილი გახდა.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პოსტის დაკავება 8 ადამიანს სურს, მათ შორის არიან მაუწყებლის მოქმედი და ყოფილი სახეებიც.

ესენი არია:

ალექსანდრე ვახტანგოვი – რეჟისორი, სცენარისტი და ხელოვნებათმცოდნე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი. 1995-1998 წლებში იყო პირველი ქართული დამოუკიდებელი ტელერადიო ინსტიტუტის რექტორი.

რევაზი შალიბაშვილი – შპს „აგრო ინვესტი“, შტატგარეშე ინჟინერი, 1992 წელს პირველ არხზე ჰქონდა საავტორო სათავგადასავლო-შემეცნებითი პროგრამა „ირაო“.

გია ტოგონიძე – სამართალმცოდნე, 1993-1996 წლებში იყო ტელეკომპანია „მეორე არხის“ სარეკლამო განყოფილების ხელმძღვანელი, ასევე 2002-2009 წლებში იყო ტელეკომპანია „იმედი“-ს ტელესერიალ „ცხელი ძაღლი“-ს პროდუსერი, ხოლო 2016-2020 წლებში გამოცემული ორი ლექსები კრებული.

გოჩა ტყეშელაშვილი – სოციალური მეცნიერებების დოქტორი. 2000-2005 წლებში ჟურნალი „გზა“-ს რედაქტორი. 2005-2014 წლებში გადაცემა „ეტალონი“-ს ავტორი და წამყვანი.

ირმა სოხაძე – მომღერალი. 1980-წლიდან 2004-წლამდე საქართველოს პირველ არხზე იყო მრავალი ციკლური გადაცემის ავტორი, რედაქტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი, ასევე სხვადასხვა ტელევიზიებში – სხვადახვა გადაცემების პროდუსერი. 2016-2017 წლებში საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი.

თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2000-2012 წლებში სხვადასხვა ტელევიზიებში გადაცემების წამყვანი და პროდუსერი, ხოლო 2012 წლიდან მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ხათუნა ლაგაზიძე – პოლიტოლოგი. 1992 წლიდან არაერთ გაზეთში უმუშავია, პოლიტიკურ მიმომხილველად. 2018-2019 წლებში იყო გადაცემა „რეზიუმე“-ს წამყვანი რადიო „პალიტრა“-ში. არის სხვადასხვა კომპანიების დამფუძნებელი.

თამაზ ბიბილური – ტელევიზიის რეჟისორი. 1989 წლიდან არის დამოუკიდებელი ჟურნალისტური ორგანიზაციის, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი „სხივის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

მას შემდეგ რაც ვასილ მაღლაფერიძემ პოსტი დატოვა, საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორი თანამდებობა ვაკანტური გახდა და შესაბამისად ამ თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა.

ცნობისათვის: საქართველოს პირველი არხის დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, 6 წლის ვადით ირჩევს.

ავტორი
საბა გოგებაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული