კვირა, ივლისი 13, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიეს არის ვანდალური თავდასხმა "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან...

ეს არის ვანდალური თავდასხმა “ქართული ოცნების” აქტივისტების მხრიდან “სტრატეგია აღმაშენებლის” სააგიტაციო საარჩევნო მასალაზე – თეონა ჭალიძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი თეონა ჭალიძე „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან მორიგ თავდასხმაზე საუბრობს და საგამოძიებო უწყებებს დროული რეგიარებისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, მსგავსი ქმედებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირებულია და აღნიშნული დაჯგუფებები სახელმწიფოს მხრიდან არიან წახალისებულნი:

ისანში, მეტრომშენის დასახლებაში, კერძოდ, წალენჯიხის 12 ნომერში მორიგი ვანდალიზმის ფაქტი მოხდა. ეს არის თავდასხმა „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ სააგიტაციო საარჩევნო მასალაზე. „ქართული ოცნების“ აქტივისტების ასეთი ქმედებები, სწორედ რომ, წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან, რადგან არც ერთ მსგავს ფაქტზე გამოძიებები ბოლომდე არ მისულა, ზოგ შემთხვევაში კი არც დაწყებულა და დამნაშავეები არ დასჯილან.

როდესაც ჩვენი სააგიტაციო მასალა ზიანდება, გარშემო კამერების ჩანაწერები, სწორედ იმ დროს, არასდროს არ არის, – ამ მიზეზით გამოძიებას საქმე ბოლომდე არ მიჰყავს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ მსგავსი ქმედებები უფრო და უფრო ხშირდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად და უფრო მეტიც, წახალისებულია სახელმწიფოს მიერ. ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელია ჩვენთვის!

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ, ეყოთ სინდისი, გამბედაობა და თავიანთი აქტივისტები დააწყნარონ, დაამშვიდონ და დასაჯონ. ვერც კი წარმოვიდგენ, რას უზამთ, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ბანერი ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლმა ან მხარდამჭერმა, დააზიანოს ან ოფისებზე თავდასხმა განახორციელოს. რა თქმა უნდა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებოდნენ ისინი, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კი ოპოზიციას ესხმიან თავს? რა თქმა უნდა, ამ დროს შერჩევითი სამართალია და ხელისუფლებაც არ სჯის დამნაშავეებს. შესაძლოა და დარწმუნებულიც ვარ, ასეთი ქმედებების ჩამდენებს, „ქართული ოცნების“ ოფისებში მადლობასაც კი ეუბნებიან,“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

“ასეთია ქოცის ბუნება – შიშში მოკვდება, ყველაფერს შეიზელს, მაგრამ უფროსს ვერაფერს გაუბედავს, საკუთარი აზრიც...

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილ...

“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...