შაბათი, აპრილი 20, 2024

“ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პროცენტი ბევრად ნაკლებია ვიდრე სხვა ქვეყნებში” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ვითარება სტაბილურია:

„ქვეყანაში არის 3306 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დაგვემატა 196 და დღევანდელი მონაცემები გახლავათ 3502. დღევანდელი 196 დადასტურებული შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ: 128 არის აჭარა, 30 გახლავთ თბილისი, 19 ქუთაისი, 6 სამეგრელო – ზემო სვანეთი, 5 ქვემო ქართლი, 1 შიდა ქართლი, 4 არის გურია, 2 მცხეთა – მთიანეთი და 1 კახეთი.

გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით, იყო 1481 და გახლავთ 1494 , არსებული მონაცემებით გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 43.

კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობს 1991 პაციენტი, აქედან 836 არის კოვიდ-ცენტრებში მოთავსებული და გადის მკურნალობას, მათ შორის გახლავთ ჯერ-ჯერობით კვლავ 14 კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი და 80-მდე მძიმე პაციენტი, დანარჩენთა მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმის გახლავთ.

ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 35 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 1 გადაყვანილია სასტუმრო-ჰოსპიტალში, დარჩენილი 34 დადასტურებული შემთხვევიდან 1 კვლავ კრიტიკულად მძიმე და 2 მძიმე პაციენტი გვრჩება, დანარჩენების მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქი გახლავთ.

სიტუაციის ერთ დონეზე გაჩერება არ არის ცუდი, ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი, ყველაზე ცხელ რეგიონში – აჭარაში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით ერთიდაიგივე ციფრებია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ და ალბათ მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენ წერტილებში ჯერ-ჯერობით არ არის ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებელი და სავარაუდოდ ლიკვიდაციას ხანმოკლე პერიოდიც ეყოფა.

აგვისტოს შუა რიცხვებში 7ათასი ტესტი კეთდებოდა დღის განმავლობაში, ახლა ეს რიცხვი გაორმაგებულია, მზარდია ტესტების გამოყენების რაოდენობა და არა კლებადი.

თბილისში დადასტურებული შემთხვევები სხვადასხვა წყაროებია, გარკვეული მათი ნაწილი არის საკარანტინე სივრცეებიდან, ნაწილს მოგზაურობის ისტორია აქვს და მათთან კონტაქტებია, ნაწილი ახლად გამოვლენილი შემთვევებია. ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების პროცენტი ბევრად ნაკლებია ვიდრე სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული