პარასკევი, აპრილი 19, 2024

2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების მხრივ – არჩილ თალაკვაძე

2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები  სასამართლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცების მხრივ და სწორედ ამიტომ არის, რომ როგორც სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული. ასევე გაუმჯობესებულია ბალანსი სასამართლო დავებში მოქალაქეების სასარგებლოდ, რაც ობიექტურად ჩანს სასამართლოს მუშაობის სტატისტიკაში.

ჩვენ რეფორმების 4 ეტაპი გვქონდა დაგეგმილი, ამჟამად ვახორციელებთ მეოთხე ტალღას და სწორედ ახლა, პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან საკითხს – მოსამართლეების დანიშვნას უკავშირდება. ეს არის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დასაბუთების, გასაჩივრების და კენჭისყრის საკითხები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს.

ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ვაკეთებთ ცვლილებებს და პრაქტიკულად ყველა მხარესთან, ვინც გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი – გვქონდა კონსულტაციები. ბოლო კვირის განმავლობაში სამი ასეთი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ პარლამენტში ჩემი ხელმძღვანელობით და რა თქმა უნდა, მესამე მოსმენამდე და კენჭისყრამდე, ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება, რომ დეტალებზე ვიმსჯელოთ. დროც არის იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული