სამშაბათი, აპრილი 16, 2024

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელებას, მანიპულირებასა და შანტაჟს ვგმობთ და საერთო პრობლემის გარშემო ვერთაინდებით – თეონა ჭალიძე

სტრატეგია აღმაშენებლის“ ქალთა გუნდის ინიციტივით პოლიტიკოსი ქალები, მათი პარტიული კუთვნილებისა თუ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად საერთო პრობლემის გარშემო გაერთიანდნენ და ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღება, გავრცელება, კადრების გავრცელებით დაშინება დაშანტაჟი კიდევ ერთხელ დაგემს და მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

ამის დასტურად, სპეციალური დოკუმენტიც შეიმუშავეს. ინიციატივაში გაერთაინება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

დღეს ჩვენ პოლიტიკოსი ქალები, ჩვენი პარტიული კუთვნილების თუ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ვერთიანდებით და ვგმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღებას, გავრცელებას და ამ კადრების გადაღებით ადამიანების მუქარასა და შანტაჟს.

ძირითადად სწორედ ქალი პოლიტიკოსების მიმართ ხდება მსგავსი ქმედებების გამოყენება, იმისთვის რომ მათზე მოახდინონ გავლენა, განდევნონ ისინი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრებისგან,” – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეონა ჭალიძემ და ყველა შესაბამის უწყებას უმკაცრესი რეაგირებისკენ მოუწოდა.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული