პარასკევი, აპრილი 19, 2024

შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას – რომან გოცირიძე

ფრაქცია ,,ნაციონალურ მოძრაობის’’ თავჯდომარემ რომან გოცორიძემ გუშინდელ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ პარტიისთვის პრიორიტეტულია, რომ ქუთაისი გახდეს საპარლამენტო დედაქალაქი. ფრაქციამ უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქალაქს საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსს მიანიჭებს:

ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, თუ რა დამართეს ქალაქს, პარლამენტს, ამ უნიკალურ შენობას, რომელიც ფაქტობრივად, ჩამონგრევის პირასაა და მიმდებარე ტერიტორია ბუჩქნარადაა გადაქცეული. რომ არ განმეორდეს ასეთი რამ რომელიმე პარტიის მხრიდან, შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების ქუთაისში გადმოტანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას.

ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული. ეს კანონპროექტი გახდება ლოკომოტოვი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა. ეს გახდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქუთაისში მისი მაჟორიტარობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არის მისი დაპირების შესრულების სამართლებრივი საფუძვლის მომზადება.

გრიგოლ ვაშაძემ არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ და დღეს უკვე ვიწყებთ ამ პროცესს. ბიუროს მომავალი სხდომიდან მიეცემა უკვე სამართლებრივი მსვლელობა ამ კანონპროექტს და მის განხილვას. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისთანავე ეს კანონპროექტი შევა ძალაში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული