შაბათი, აპრილი 20, 2024

რეალობას მოწყვეტილი მთავრობა სხვა საქართველოზე საუბრობს, სადაც თავად დალხენილად ცხოვრობენ, ხალხი კი უკიდურეს გაჭირვებაშია – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს და აცხადებს რომ ამ სიმძიმეს ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად გამოხატავს. ვაშაძის განცხადებით, ამ ფონზე მთავრობა რეალობას სრულიადაა მოწყვეტილი და შთაბეჭდილება იქმნება, რომ სულ სხვა საქართველოში ცხოვრობენ:

ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა და ამას ლარის კურსიც გამოხატავს, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე ნათელი მაჩვენებელია იმ უდიდესი გაჭირვებისა და თავის ტკივილისა, რაც ქვეყანაშია.

დღეს კიდევ ვუსმენთ მთავრობის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში, რომლებიც უბრალოდ რეალობას არიან მოწყვეტილები. ისინი საუბრობენ სხვა საქართველოზე, სადაც თვითონ დალხენილად ცხოვრობენ და ხალხი არის იქ, სადაც უკიდურესი გაჭირვებაა.

აი, ეს უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს, ეს არაპროფესიონალიზმი, უვიცობა, კორუმპირებულობა და საკუთარ თავზე ორიენტირებულობა, რადგან მათი მოსმენაც კი, უკვე გამაღიზიამნებელია, ეს ადამიანები იმდენად დიდ სიცრუეებზე საუბრობენ ყოველთვის,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული