შაბათი, აპრილი 20, 2024

“ერთხმად დავუჭიროთ მხარი ინიციატივას, რომ ადამიანმა პირველი ნაბიჯები გადადგას ბიზნესში და აიღოს პასუხისმგებლობა თავის მომავალზე” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა –  მიუხედავად მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ექვემდებარება კონტროლს. ამასთან მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ცალკეული პროექტების განახლება/გაფართოების საკითხს და აღნიშნა, რომ 5 ოქტომბრიდან ფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც განკუთვნილია მცირე მეწარმეებისთვის:

ჩვენ, ივნისში, დავაანონსეთ ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთ-ერთი კომპონენტი – მიკროგრანტების პროგრამა. ეს არის პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც პოპულარული და ეფექტური იყო ბოლო წლების განმავლობაში.

საქართველოს 9400-მა მოქალაქემ ისარგებლა ამ პროგრამით, ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი 41 მილიონამდე და ასევე – ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც, რომელიც იყო 20 000 ლარი და გახდება 30 000 ლარი.

ეს არის გრანტის სახით დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ და სურთ, გადადგან პირველი ნაბიჯი, დაიწყონ საკუთარი საქმე და ბიზნესი.

მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, რომ ამ პროგრამების შესახებ ისინი ინფორმაციას მიიღებენ საზოგადოებრივ ცენტრებში ან იუსტიციის სახლებში, მათსავე ქალაქებსა და რეგიონებში.

ყველამ ერთხმად უნდა დავუჭიროთ მხარი ინიციატივას, რომ ადამიანმა პირველი ნაბიჯები გადადგას ბიზნესში და აიღოს პასუხისმგებლობა თავის მომავალზე. ამ პროგრამისთვის განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან იწყება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული