შაბათი, აპრილი 20, 2024

“გადაეცით ნათია მეზვრიშვილს, მთავრობამ უყურადღებოდ უკვე დატოვა თავისი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი” –  ალექსანდრე პაიკიძე

კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, ტურისტული სექტორის წარმომადგენელმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალექსანდრე პაიკიძემ სააგენტო “პარალელთან” ინტერვიუში განმარტა აქტივისტების მოთხოვნები და აღნიშნა, რომ ,,ხელისუფლებამ დაკარგა ამომრჩევლები, ვინაიდან გვესაუბრებიან ისე, თითქოს მათი ოპონენტები ვიყოთ’’:

,,ჩვენი ძირითადი მოთხოვნებია: რეგულარული ფრენების აღდგენა, საკარანტინე ზონების გაუქმება და საბანკო ვალდებულებების შეჩერება.

ხელისუფლებამ ,,ხელი შეაწმინდა’’ კერძო სექტორის ორ წარმომადგენელს, – ეს არის ტურიზმის ინდუსტრია და საბანკო სექტორი.

გადაეცით ნათია მეზვრიშვილს, მთავრობამ უყურადღებოდ უკვე დატოვა თავისი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი! გეგმა, რომელიც აქვთ შემუშავებული, არ მუშაობს და მეორეს მხრივ არაპროფესიონალურადაა გაწერილი.

ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები პირდაპირ ამბობენ, რომ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან მიდის საკარანტინე ზონების არსებობა.

ხელისუფლებამ დაკარგა ამომრჩევლები, ისინი გვესაუბრებიან ისე, თითქოს მათი ოპონენტები ვიყოთ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციები გაგრძელდება და მოვა ხალხის გაცილებით მეტი რაოდენობა, ვიდრე დღეს ვართ,’’ – განაცხადა ალექსანდრე პაიკიძემ.

ავტორი
ანა ბოგვერაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული