შაბათი, ივნისი 7, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუწამგებიანი იქნება პრემიერ გახარიასთვის, თუ იგი უარს იტყვის...

წამგებიანი იქნება პრემიერ გახარიასთვის, თუ იგი უარს იტყვის გიორგი ვაშაძის შეთავაზებაზე დებატებში მონაწილეობაზე – გელა ვასაძე

პოლიტოლოგმა გელა ვასაძემ სააგენტო „პარალელთან“ ინტერვიუში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერ გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ გიორგი გახარიას დებატებში გამოწვევა შეაფასა და აღნიშნა, რომ დებატები სავსებით ბუნებრივი მოვლენაა და მთავრობის მეთაური თუ უარს იტყვის, ეს მისთვის წამგებიანი იქნება:

დებატები აბსოლიტურად ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა, მით უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში, არანორმალურია, თუ ვინმე, მით უმეტეს მმართველი ძალის მთავარი ფიგურა, სიის პირველი ნომერი არ მიიღებს ამ წინადადებას. სათქმელი ბევრი აქვს გიორგი ვაშაძეს და გიორგი გახარიასაც, აქედან გამომდინარე საინტერესო იქნებოდა ამ დებატების ნახვა.

ცხადია არანორმალური იქნება, თუ გახარია არ დათანხმდება დებატებს. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში უარი წაგებად ჩაეთვლებოდა პოლიტიკოსს და რეიტინგსაც დაკარგავდა. რამე განსაკუთრებული დებატებში არაა, პოლიტიკა სხვა არაფერია თუ არა დებატები და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება.

პრემიერ გახარიასთვის წამგებიანი იქნება, თუ იგი უარს იტყვის დებატებზე, იგნორს გაუკეთებს ამ შეთავაზებას. ვინც არ იღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში, ის უკვე აგებს,” – აღნიშნავს გელა ვასაძე.

ავტორი
ნინო ცინცაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიუწვდომელია ქოცის გონება” – ლელა ჯეჯელავა “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე...

“ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით,...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "პსჟ"-ს საფეხბურთო გუნდთან...

“მე მგონი ქოცს, საერთოდ არ სჭირდება არანაირი გამაძლიერებელი ზედსართავი” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა მორიგ მძიმე შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...