ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

MasterCard-ი პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს, ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება

MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლა ვილლამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის. თანამშრომლობის მემორანდუმი MasterCard-სა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის დღეს გაფორმდება.

,,დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაგვეჭირა მხარი საქართველოს მთავრობის სტრატეგიისადმი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის სტრატეგიისა და პოლიტიკის ნაწილში. ბევრი ვისაუბრეთ ტურიზმის შესახებ, რომელიც ქვეყნის ზრდის მნიშვნელოვანი სფეროა. ვისაუბრეთ ასევე პარტნიორობის და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე საერთაშორისო დერეფნებში მონაცემების გატარებისა და ელექტრონული გადახდების განხორციელების ნაწილში. ამით გვსურს  საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში, რომელიც აქამდე დიდი ტემპით ვითარდებოდა. ვიცით, რომ პანდემიიდან გამოყვანა სჭირდება დარგს და დასახმარებლად მოვედით. პროგრამაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებული აქცენტებით ტურიზმის სფეროში,“ – განაცხადა ნიკოლა ვილლამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული