ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

“ეს არის ზემნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ფუნდამენტურად შეცვლის საარჩევნო გარემოს და არ მისცემს ძალადობის შესაძლებლობას დამსხვრეული ოცნებების პარტიას” – გიორგი ვაშაძე მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებაზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიესალმება და ზე-მნიშვნელოვანს უწოდებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებას, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხალისეების გამოგზავნის შესახებ:

ეს არის ზე-მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ფუნდამენტურად შეცვლის საარჩევნო გარემოს. ბევრი ვიბრძოლეთ ამისთვის და დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ ისინი იქნებიან ჩვენთან ერთად იმისათვის, რომ ქვეყანაში შედგეს დემოკრატიული არჩევნები. ამავე დროს, არ მიეცეს ძალადობის შესაძლებლობა, რომელიც უკვე დაიწყო „დამსხვრეული ოცნებების“, ივანიშვილის პარტიამ საქართველოში.

ძალიან მიხარია და ძალიან კარგია, რომ ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან და აქტიურად ჩაერთვებიან არჩევნების მონიტორინგში,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული