პარასკევი, აპრილი 11, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"ბრძოლა სჯობს უბრძოლველობას, რადგან ალტერნატივა რუსული გავლენების კიდევ...

“ბრძოლა სჯობს უბრძოლველობას, რადგან ალტერნატივა რუსული გავლენების კიდევ უფრო გაფართოება და ჭაობია” – ხათუნა ლაგაზიძე

ვასილ მაღლაფერიძის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ ვაკანტურ ადგილზე განცხადებების მიღება გრძელდება. ამ პოსტის დაკავებისთვის განცხადება შეიტანა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემაც და სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელი პოსტი გაავრცელა საკუთარი გადაწყვეტილების განმარტების მიზნით:

მეგობრებო, დღეს შევიტანე განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება:

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას: იმ დროს, როცა საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში; ტოტალური ფეიკნიუსების პირობებში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აიღოს თავზე საზოგადოების ფართო მასების განათლების პრობლემა: როგორ იყვნენ შეიარაღებულები და დაცულები ყალბი ინფორმაციული ნაკადებისგან. მაშინ როცა, საინფორმაციო ომის მთავარი მიზანი საქართველოს საზოგადოების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ჯგუფებად დაქსაქსვაა, ამის საპირისპიროდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი ერთიანი, პროგრესზე და აღმშენებლობაზე ორიენტირებული საქმოალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია თანამედროვე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეპოქაში მომავალი თაობისთვის წარმატების საჭირო უნარების და სწორი ორიენტირების დასახვაა;

2. მე წაუგებელ ბრძოლაში შევდივარ: თუ სამეურვეო საბჭო ამირჩევს, მექნება საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებელი გადავაქციო საქართველოს საინფორმაციო სივრცის, საქართველოს საზოგადოების ყალბი საინფორმაციო ნაკადებისგან დაცვის მთავარ პლატფორმად, რომელიც ხელს შეუწყობს მის ერთიან, პროგრესზე და აღმშენებლობაზე ორიენტირებულ სამოქალაქო საზოგადოებად ფორმირებას და დაუსახავს მას თანამედროვე, ინოვაციურ, ტექნოლოგიურ ეპოქაში წარმატებისთვის საჭირო უნარებსა და ორიენტირებს. და ვფიქრობ, ეს სამეურვეო საბჭოს წევრებისთვისაც მნიშვნელოვანი და ღირებული მიზანია. მეორეს მხრივ, ეს არჩევნები ხელისუფლების ტესტია: თუ ხელისუფლების ზეწოლით საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად მისი ინტერესების გამტარებელი ჩინოვნიკი მოგვევლინა, საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე „ოცნება“ საკუთარ სახეს აჩვენებს როგორც მოსახლეობას, ასევე – საერთაშორისო საზოგადოებას: როგორ აპირებს ის ზეწოლით და ხელების გადაგრეხვით არჩევნების ჩატარებას;

3. რადგან ამ ბრძოლაში შევდივარ, იმისთვისაც მზად ვარ, რომ ხელისუფლებამ უკადრებელიც იკადროს: ერთი წლის წინ, როცა თანამედროვე საქართველოში პროფესიონალიზმის ერთ-ერთმა ეტალონმა ქალბატონმა საზმაუს ბორდის წევრობაზე განცხადება შეიტანა, მის სტუდენტს ისეთი სასაცილო, რომ არა სატირალი ყალბი ბრალდებები ათითხნინეს, თავად მოიჭრეს თავი, თორემ ამ ქალბატონს არაფერი დაკლებია. ასე რომ, ჩემთვის და თქვენთვისაც სრულიად ნათელია, რომ ნებისმიერი კამპანია, რომელიც კონკურსის პერიოდში ჩემს წინააღმდეგ იქნება მართული, ხელისუფლების მიერ იქნება ორგანიზებული;

4. და ამის მიუხედავად, ბრძოლა სჯობს უბრძოლველობას, რადგან ალტერნატივა რუსული გავლენების კიდევ უფრო გაფართოება და ჭაობია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დიდი მოთმინებით ველოდები ნაცების პარტიის და მათი ანასხლეტების აკრძალვას!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოლოდინში, მძიმე...

“თავმოყვარე ხელისუფლება ვატო შაქარიშვილის პარტნიორი როგორ უნდა გახდე” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებას"ს მიმართავს...

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “საკურას ყვავილობის დღეები” იმართება – 5 და 6 აპრილს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „საკურას ყვავილობის დღეები“ იმართება....

“ლეხ კაჩინსკის დაღუპვა იყო შურისძიება, რომელიც დღესაც გრძელდება ჩემი მისამართით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“რა უცნაურია ეს ცხოვრება. მთელი დღეა, გოგა ხაინდრავას დედის გინება მიდის, ექსკლუზიურად ჯაბა იოსელიანის...

საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებული განმარტებების შემდეგ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიმართ...

“ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს” – კახა კალაძის განმარტებები

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის მიმდინარეობის...