ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს იქნება გადამწყვეტი ფაზა, რის მიხედვითაც შეფასდება ამ ქვეყნის...

“ეს იქნება გადამწყვეტი ფაზა, რის მიხედვითაც შეფასდება ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე” – ეკა ბესელია

პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე, ეკა ბესელიას განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულების კუთხით არსებობს პრობლემები, რასაც დროული რეაგირება სჭირდება. პარლამენტის დეპუტატი ასევე საუბრობს პატიმრების ოჯახის წევრების მხრიდან გამართული აქციების შესახებ:

დღეს დემოკრატიის დღეა, დემოკრატია ქვეყანაში მათლმსაჯულების ხარისხით იზომება, ხალხს აქვს თუ არა სამართლიანი სასამართლო. შემდეგ კი როგორ არჩევნებს ატარებს ხელისუფლება. მთავარი იქნება ფინალური შეფასება, არჩევნები რომელიც უნდა ჩატარდეს, ეს იქნება გადამწყვეტი ფაზა, რის მიხედვითაც შეფასდება ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე.  და ეს იყო იმ მიმართვებში, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან უმკაცრესი კრიტიკის სახით გაისმა, სასამართლოსთან დაკავშირებით და სხვა დემოკრატიის კუთხით საზიანო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით იყო ხაზგასმული.

ორი საკითხი, რაც მინდა პარლამენტს შევახსენო, ფასადურად მოსამართლეების არჩევის წესზე, ეს რეალურად გამოყენებულია იმ პარტნიორების საჩვენებელად, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ მოსამართლეების არჩევასთან დაკავშრებით. რაც შეეხება მეორე საკითხს, რამდენიმე დღის წინ აქცია გამართეს პატიმრების ოჯახის წევრებმა, მათი წარმომადგენლები ითხოვენ ამნისტიას, შემამსუბუქებელი გადაწყვეტილებების და ჰუმანური აქტის  მიღებას.

მხარს ვუჭერ როდესაც ჰუმანურ აქტზეა საუბარი, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ საკითხსაც მივუბრუნდეთ.

ასევე უმძიმეს მდგომარეობაში არიან და აქციებს აწყობენ ადამიანები, რომლებიც კოვიდის პერიოდში ვერ სარგებლობდნენ შეღავათით, იმ სესხების და დავალიანების გამო, რომელიც საბანკო ინსტიტუტებში ერიცხებათ. ამ ადამიანებს სჭირდებათ კანონით გათალისწინებული შეღვათით სარგებლობა. იმის მიუხედავად, რომ ეს კანონში წერია, ამით ვერ სარგებლობენ მოქალაქეები. არც გადავადება ხდება ვალდებულებების, არც გამოსახლებები ჩერდება და დარიცხული საჯარიმო სანქციების რაოდენობა იკლებს, ამიტომ ამ საკითხს სჭირდება რეაგირება, რადგანაც ძალიან ბევრი ადამიანია ამის გამო უმძიმეს მდგომარეობაში“, – განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

ავტორი
ემილი ფეიქრიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს...

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...