შაბათი, აპრილი 20, 2024

“1 წლის “მთავარი არხი” ყველაზე გავლენიანი მედიაა საქართველოში” – ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის 1 წლის იუბილის აღნიშვნასთან ერთად რეიტინგის ზრდასა თუ იმ წარმატების თაობაზე საუბრობს, რასაც, ამ დროის განმავლობაში, ოპოზიციურმა არხმა მიაღწია:

წინა კვირაში, 9 სექტემბერს, “მთავარი არხი” ერთი წლის გახდა. და აი, წინა კვირის საშუალო შედეგები, ერთი წლის თავზე შესრულებული საშინაო დავალება, რომელიც საკუთარ თავს დავუსახეთ, თვითონაც არ გვჯეროდა (სხვებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია) და გადაჭარბებით შევასრულეთ ამას თუ დავამატებთ წლის განმავლობაში დაგროვილ 725.000 ფოლოერს და კვირაში 14 მილიონიანი ფბ რიჩის რეკორდს, მივიღებთ უცნაურ რეალობას, ძალიან უცნაურს – 1 წლის “მთავარი არხი” ყველაზე გავლენიანი მედიაა საქართველოში.

გასათვალისწინებელია, რომ მინიმუმ 4 ჩვენს კონკურენტს, ჩვენზე, სულ მცირე, სამჯერ მეტი დაფინანსება აქვს. და მინიმუმ რვას – ჩვენზე უკეთესი ტექნიკური პარკი და ინფრასტრუქტურა.

აი, ასეთი გუნდი ვართ ჩვენ, მთავარი არხი • Mtavari Arkhi ✌️ მადლობა, რომ გვიყურებთ ❤️

ps მარტივად რომ გაიგოთ ცხრილი: პირველი ორი გრაფაა თბილისის და რეგიონის გასაშუალოებული შედეგი, ჯერ პრაიმტაიმი, შემდეგე – მთელი დღე. მერე იგივე პრინციპითაა ორ გრაფაში გადანაწილებული თბილისი და ბოლო ორი გრაფა – რეგიონი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია და აქვეყნებს ტელევიზიების ყურებადობის გაზომვის ცხრილს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული