ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალიანრი ოხანაშვილი: „მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ გუნდის...

ანრი ოხანაშვილი: „მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებით, გაიხსნა და წარიმართა ისტორიული პროცესები“

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში წარმოდგენილ ცვლილებებს განიხილავდნენ, განაცხადა, რომ სასამართლოებში საგრძნობლადაა გაუმჯებესებული სიტუაცია სამართლიანობის თვალსაზრისით და მოქალაქეც ბევრ შემთხვევაში იგებს დავას სახელმწიფოსთან:

ჩვენ გავხსენით ისტორიული პროცესი და სასამართლოს მიერ კონკრეტული სტატისტიკა ცხადყოფს დღეს, რომ საქართველოს მოქალაქე, პირი, რომელსაც აქვს დავა სასამართლოში –  როგორ სრულდება – სახელმწიფო ბევრ შემთხვევაში, აგებს დავას მოქალაქესთან, რაც ვერავის  წარმოედგინა. ის, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობა უმეტეს შემთხვევაში არ კმაყოფილდება, ის რომ პროკურატურას არ ეთანხმება სასამართლოს და არ არის სინქრონში, ეს ხომ იმ ყველაფრის შედეგია იმისა, რასაც „ქართული ოცნების“ გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებში ხდება დაზუსტება და ეს არ უნდა იყოს აღქმული თითქოს რამე გაფუჭდა და ახლა სწორდება.

არაფერი გამოსასწორებელი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ ვიდავეთ და სწორედ, იურიდიული კომიტეტმა და მისმა წარმომადგენლებმა შეძლეს ის, რომ გააბათილეს ყველა ის არგუმენტი, რაც ჰქონდა სახალხო დამცველის ოფისს. ეს არის რეალობა. ამიტომ ჩვენ მიერ შემუშავებული რეგულაცია იყო უმნიშვნელოვანესი. როდესაც საუბრობთ, რომ პროცესი გამჭვირვალე და გახსნილი იყო საინტერესოა ვისი დამსახურებით გაიხსნა ეს პროცესი?! ვინ შეიმუშავა ეს ცვლილებები?! ამ მოწვევის პარლამენტმა, უმრავლესობამ, „ქართულმა ოცნებამ“. „ქართული ოცნების“ გუნდი არის ძალა, რომელიც ასოცირდება პროგრესთან. შესაძლოა არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, ეს ლოგიკურია, პოლიტიკური პაექრობის ნაწილია თუმცა, ფაქტია, მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებით, გაიხსნა და წარიმართა ისტორიული პროცესები. ეს იყო გახსნილი, გამჭვირვალე პროცედურა. შესაბამისად, ეს ცვლილებები ემსახურება დაზუსტებას და  არა იმას, რომ რაიმე არაკონსტიტუციურია და რამეს ვასწორებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მათ არ იციან რა არის სამშობლოსთვის ნამდვილი გმირების თავდადება” – მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიაზე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გმირობასთან დაკავშირებით თავის პოზიციას...